Thumbnail
  • საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ანდორაში პირველი ვარჯიში გამართა
  • ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების კომენტარები თამაშამდე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩისთვის ემზადება. ვლადიმერ ვაისის გუნდი ანდორას დაუპირისპირდება. ნაკრებმა ანდორაში პირველი ვარჯიში უკვე გამართა. გუნდს სამი ფეხბურთელი: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და საბა კვერკველია ანდორაში 13 ნოემბერს შეუერთდება.

ანდორასთან თამაშამდე გიორგი მერებაშვილმა და ოთარ კაკაბაძემ შეხვედრის მნიშვნელობასა და ნაკრებში არსებულ განწყობაზე ისაუბრეს.

გიორგი მერებაშვილი: "უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული წარმატების შემდეგ ნაკრებში ძალიან კარგი ატმოსფეროა. ამის მიუხედავად, ანდორას წინააღმდეგ მნიშვნელოვანი თამაში გველის.

ხელოვნურსაფარიან მინდორზე მოგვიწევს თამაში და ეს გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ანდორა დაცვიდან ითამაშებს და თავისუფალი სივრცეების მოძებნა იქნება საჭირო. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთ შეხვედრას მოვიგებთ".

ოთარ კაკაბაძე: "ოთხი მოგების შემდეგ ეროვნულ ნაკრებში მშვენიერი განწყობაა და ეს აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. უპირველეს ყოვლისა, ანდორას წინააღმდეგ გასამართი მატჩი აუცილებლად მოსაგებია.

ვფიქრობ, რომ გამარჯვებას კვლავ ჩვენი ბრძოლისა და ბურთის კონტროლის ხარჯზე მოვიპოვებთ. რაც შეეხება ხელოვნურსაფარიან მოედანს, ნაკრების ფეხბურთელებს ჩემპიონატებშიც გვიწევს მსგავს მინდვრებზე თამაში, რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო ნამდვილად არაა, მაგრამ მეტოქესაც იგივე საფარზე მოუწევს თამაში, ამიტომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და უნდა ვაჯობოთ მოწინააღმდეგეს".

კომენტარები

ბოლო ამბები