Thumbnail
  • ტოჩინოშინმა ჰატაკიკომით იმარჯვა
  • გაგამარუს პირველი გამარჯვება ბაშოზე

წლის უკანასკნელ ბაშოზე მე-3 დღის ორთაბრძოლები გაიმართა - დასავლეთის ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) პირველ მაეგაშირა მიოგირიუს დაეჭიდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. ქართველ სუმოისტს 2-1 ბალანსი გაუხდა. 

ასპარეზობის მე-4 დღეს ქართველი ოძეკის მეტოქე ბრაზილიელი კომუსუბი კაისეია, რომელმაც ტრავმის გამო პირველი ორი დღე გამოტოვა. ურთიერთშეხვედრებში ლევან გორგაძე წინ არის - 10:7

მაკუშიტას დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მასსავით ყოფილ ელიტელ ტოიოჰიბიკისთან გამართა ბრძოლა და ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა, მან იორიკირის ილეთით დაამარცხა მეტოქე. გაგამარუს 1-1 ბალანსი აქვს. ხვალ იგი ისვენებს.

კიუშუ ბაშო. III დღე

⚪ ჰოკუტოფუჯი ⚫ კისენოსატო (ცუკიოტოში)

⚪ ტოჩინოშინი ⚫ მიოგირიუ (ჰატაკიკომი)

⚪ ტოჩიოძანი ⚫ გოეიდო (სუკუინაგე)

⚪ ტაკაიასუ ⚫ კაისეი (ჰატაკიკომი)

⚪ მიტაკეუმი ⚫ ნიშიკიგი (იორიკირი) 

⚪ ტამავაში ⚫ იჩინოჯო (ოშიდაში)

⚪ ტაკაკეიშო ⚫ რიუდენი (ცუკიდაში) 

მიოგირიუ V ტოჩინოშინი - კიუშუ ბაშოს მესამე რაუნდი

მიოგირიუ V ტოჩინოშინი - კიუშუ ბაშოს მესამე რაუნდი

Posted by ქართული ძიუდო - Georgian Judo on კვირა, 23 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები