Thumbnail

ნუგზარ წურწუმია და ზვიად პატარიძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არიან

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს
  • ხვალ ფინალურ ბლოკში წურწუმია და პატარიძე იჭიდავებენ

ბუქარესტში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის. თავიდან ტურნირში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვნენ. ხალიჩაზე გავიდნენ 55, 63, 77, 87 და 130 კილო წონით კატეგორიებში მოჭიდავეები. 

ქართველთაგან ფავორიტებში ნუგზარ წურწუმია (55) და ზვიად პატარიძე (130) ითვლებოდნენ და მათ ფავორიტობა გაამართლეს - ორივე ფინალშია, ფინალური ბლოკი კი ხვალ საღამოს გაიმართება. 
ნუგზარ წურწუმია დიდებში მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია. მან ჯერ სომეხი ნორაირ ჰაკობიანი (2:1), მეოთხედფინალში კი ბულგარელი ნედიალკო პეტროვი დაამარცხა - 4:1. 

ნახევარფინალში წურწუმიას ყირგიზი ბალბაი დორდოკოვი ელოდა, ქართველმა დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა - 2:1. ფინალში წურწუმია რუს ვიტალი კაბალოევს ეჭიდავება.  

მძიმეწონოსანმა პატარიძემ მეოთხედფინალში რუსი ნოხჩო ლაბაზანოვი დაამარცხა - 5:1. ნახევარფინალში პატარიძემ ფინელი მაენპაეა სუფთად 8:0 დაამარცხა. ფინალში ქართველის მეტოქე თურქი მოჭიდავე ოსმან ილდირიმი იქნება. 

პატარიძე V მაენპაეა

ზვიად პატარიძის აშკარა უპირატესობით გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში

ზვიად პატარიძის აშკარა უპირატესობით გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ფინელ მეტოქესთა.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ორშაბათი, 12 ნოემბერი, 2018

63 კილოში მონაწილე ლევან ქავჟარაძემ სლავიკ გალსტიანთან (სომხეთი) წააგო - 2:10. 

ბაკურ გოგოლი (77) პირველ წრეშივე დამარცხდა მოლდოველ დანიელ კატარაგასთან. გურამ ხეცურიანმა (87) უნგრელ პაპს კი მოუგო - 7:4, ასევე პოლონელი დიბკაც დაამარცხა - 7:1, მაგრამ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვთან დამარცხდა - 1:2. ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ფალავანიც დამარცხდა და ასე დასრულდა ხეცურიანისთვის ტურნირი. 

კომენტარები

ბოლო ამბები