Thumbnail
  • პოლ პოგბა და ანტონი მარსიალი ტრავმირებულები არიან
  • მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები ჰოლანდიასთან და ურუგვაისთან ვერ ითამაშებენ

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი უახლოეს მატჩებში პოლ პოგბას და ანტონი მარსიალს ვერ გამოიყენებს - მანჩესტერ იუნაიტედის ორივე ფეხბურთელი ტრავმირებულია.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ პოგბას და მარსიალის ტრავმები დაადასტურა. მათ ნაცვლად, დეშამმა გუნდში მუსა სისოკო (ტოტენჰემი) და ალექსანდრ ლაკაზეტი (არსენალი) გამოიძახა.

მსოფლიოს ჩემპიონები პარასკევს, ერთა ლიგის A1 ჯგუფში ჰოლანდიას სტუმრობენ და ჯგუფში პირველი ადგილის გასანაღდებლად ფრეც ეყოფათ. 20 ნოემბერს საფრანგეთს ურუგვაის ნაკრებთან ტესტ-მატჩი აქვს დაგეგმილი. პოგბა და მარსიალი, რომლებსაც კუნთის ტრავმები აქვთ, ორივე მატჩს გამოტოვებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები