Thumbnail

გორგაძე სანაკრებო სიმბოლურში - ქართველმა ირლანდიელ და ინგლისელ მორაგბეებს აჯობა

  • ბექა გორგაძე ნოემბრის ტესტ-მატჩების სიმბოლურ ნაკრებში
  • ქართველმა ირლანდიელ და ინგლისელ მორაგბეებს აჯობა

UltimateRugby-მ ნოემბრის ტესტ-მატჩების მეორე კვირის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. გამოცემამ მესამე ხაზში უელსელ ჯასტინ ტიპურიკთან და ინგლისელ სემ ანდერჰილთან ერთად ბექა გორგაძის თამაში გამოარჩია.

ტიპურიკი ავსტრალიასთან მატჩში საუკეთესოდ დაასახელეს, სემ ანდერჰილმა ახალ ზელანდიასთან 24 ბოჭვა შეასრულა და ბურთით 66 მეტრი იარა.

გორგაძემ 15 ბოჭვა შეასრულა და მხოლოდ ერთი გაუცუდდა. ბექა ნაკრებში პაუზის შემდეგ დაბრუნდა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. გამოცემამ აღნიშნა, რომ გორგაძე ამ პოზიციაზე ირლანდიელ სი ჯეი სტანდერსა და ინგლისელ მარკ უილსონს ამჯობინეს.

კომენტარები

ბოლო ამბები