Thumbnail

კიუშუს ბაშო | ტოჩინოშინმა პირველი ნიშიკიგი დაამარცხა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა ნიშიკიგი იორიკირით დაამარცხა
  • გაგამარუ დღეს ისვენებდა

კუნძულ კიუშუზე წლის უკანასკნელი ბაშოს მე-2 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. დასავლეთის ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-3 მაეგაშირა ნიშიკიგის შეხვდა და იორიკირის ილეთით მოუგო. მას ორი დღის შემდეგ თანაბარი ბალანსი აქვს - 1:1.

ბაშოს მესამე დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე პირველი მაეგაშირა მიოგირიუ იქნება. ამ ორი სუმოისტის ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ქართველი ლიდერობს: 11:7.

მესამე დივიზიონ მაკუშიტაში გავარდნილი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ისვენებდა. საქმე ისაა, რომ ელიტის ორი დივიზიონის ქვემოთ ბაშო 7-მატჩიანია. 

ბაშოზე ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია იოკოძუნა კისენოსატომ, რომელმაც ტოჩინოშინის ხვალინდელ მეტოქე მიოგირიუსთან წააგო. 

კიუშუ ბაშო. II დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

⚪ მიოგირიუ ⚫ კისენოსატო (იორიტაოში)

⚪ ტაკაიასუ ⚫ ჰოკუტოფუჯი (ჰატაკიკომი)

⚪ ტოჩინოშინი ⚫ ნიშიკიგი (იორიკირი)

⚪ ტაკაკეიშო ⚫ გოეიდო (ცუკიოტოში) 

⚪ ტოჩიოძანი ⚫ იჩინოჯო (ჰიკიოტოში)

⚪ მიტაკეუმი ⚫ ტამავაში (ოშიდაში)

⚪ რიუდენი ⚫ იოშიკაძე (ოშიდაში)

ნიშიკიგი V ტოჩინოშინი - კიუშუ ბაშოს მეორე რაუნდი

ნიშიკიგი V ტოჩინოშინი - კიუშუ ბაშოს მეორე რაუნდი

Posted by ქართული ძიუდო - Georgian Judo on კვირა, 23 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები