Thumbnail

რონალდოს გოლი მილანთან, იგუაინის წითელი და იუვენტუსის მე-11 მოგება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილანი 0:2 იუვენტუსი
  • ტურინელებმა სან სიროზე მარტივი გამარჯვება მოიპოვეს
  • იგუაინმა თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა და წითელი მიიღო

'სან სიროზე' მე-12 ტურის მატჩში მილანმა იუვენტუსს უმასპინძლა. 'როსონერის' იუვენტუსთან ბოლო მატჩი სერია A-ში 2016 წელს ჰქონდა მოგებული, მანუელ ლოკატელის გოლით. იუვენტუსმა კი ბოლო ორ სეზონში მილანს ოთხივე მატჩი მოუგო.

ჯენარო გატუზოს გუნდს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე აკლდა, რაც იუვენტუსის ფავორიტის სტატუსს კიდევ უფრო ზრდიდა. ტურინელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს. მე-8 წუთზე ალექს სანდროს ჩაწოდებით მარიო მანჯუკიჩმა ისარგებლა და დონარუმას თავური დარტყმით გაუტანა.

ალეგრის გუნდი ძალიან დიდ უპირატესობას და პირველ ტაიმში კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეეძლო. მილანს გათანაბრების შანსი 41-ე წუთზე მიეცა, როდესაც მეჰდი ბენატიას ბურთი ხელზე მოხვდა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან გონასლო იგუაინი მივიდა, რომლის დარტყმაც შესნიმ მოიგერია. იუვენტუსმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმში გატუზომ ცვლილებები განახორციელა, მინდორზე კუტრონე, ბორინი და ლაქსალტი შემოვიდნენ. იუვენტუსმა ჩვეულ სტილში გააგრძელა თამაში, ტურინელებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, 81-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ მეორე გოლის გატანა მოახერხა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

83-ე წუთზე მსაჯმა გონსალო იგუაინი გააძევა მინდვრიდან. არგენტინელმა მეჰდი ბენატიას წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია, რის შემდეგაც მაცოლენიმ გონსალოს ყვითელი ბარათი უჩვენა. იგუაინი გაბრაზდა და მსაჯს ჩხუბი დაუწყო, რის გამოც მეორე ყვითელიც დაიმსახურა და მოედანი წითელი ბარათის გამო დატოვა.

ტურინელებმა 2:0 მოიგეს, იუვენტუსს 34 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. მილანი 21 ქულით მე-5 ადგილზე დაქვეითდა.

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

მარიო მანჯუკიჩმა სერია A-ში მილანის წინააღმდეგ იუვენტუსის მე-100 გოლი გაიტანა 'სან სიროზე'.

შესნიმ მილანის წინააღმდეგ 3-დან 2 თერთმეტმეტრიანის მოგერიება მოახერხა.

ტურინელებს 12 შეხვედრაში 34 ქულა აქვთ, რაც სერია A-ს ისტორიაში ახალი რეკორდია.

კომენტარები

ბოლო ამბები