Thumbnail

კიუშუს ბაშო | ტოჩინოშინმა სუპერტურნირი ტამავაშისთან მარცხით დაიწყო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა ოშიდაშით წააგო
  • გაგამარუმ ბაშო მარცხით დაიწყო

11 ნოემბერს კუნძულ კიუშუზე წლის უკანასკნელი ბაშო დაიწყო, სუპერტურნირს ქალაქი ფუკუოკა მასპინძლობს. 

დასავლეთის ოძეკი ტოჩინოშინი მე-2 მაეგაშირა ტამავაშის შეხვდა და მონღოლ მეტოქესთან ოშიდაშით დამარცხდა. ბაშოს მეორე დღეს ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა ნიშიკიგის ეჭიდავება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს უგებს. 

შეგახსენებთ, რომ კიუშუს ბაშოს ტრავმების გამო დააკლდნენ დიდი ჩემპიონები ჰაკუჰო და კაკურიუ, ასევე ბრაზილიელი კაისეი. წააგო ბაშოს ერთადერთმა იოკოძუნა კისენოსატომ, მას ტაკაკეიშომ აჯობა.

მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში გავარდნილმა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) პირველ დღეს მეორე დივიზიონ ჯურიოში იჭიდავა და დამარცხდა. მას ტომოკაძემ ჰატაკიკომის ილეთით აჯობა. შეგახსენებთ, რომ გაგამარუს ამ ბაშოზე 7 ორთაბრძოლის გამართვა მოუწევს.

კიუშუ ბაშო. I დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

⚪ ტაკაკეიშო ⚫ კისენოსატო (ჰატაკიკომი)

⚪ გოეიდო ⚫ ჰოკუტოფუჯი (ოშიდაში)

⚪ ტაკაიასუ ⚫ მიოგირიუ (იორიკირი)

⚪ ტამავაში ⚫ტოჩინოშინი (ოშიდაში)

⚪ ტოჩიოძანი ⚫ მიტაკეუმი (ცუკიოტოში)

⚪ იჩინოჯო ⚫ ნიშიკიგი (იორიკირი)

⚪ შოდაი ⚫ რიუდენი (შიტატენაგე)

ტამავაში V ტოჩინოშინი - კიუშუ ბაშოს პირველი რაუნდი

ტამავაში V ტოჩინოშინი - კიუშუ ბაშოს პირველი რაუნდი

Posted by ქართული ძიუდო - Georgian Judo on კვირა, 23 დეკემბერი, 2018

 

კომენტარები

ბოლო ამბები