Thumbnail
  • კონორ ოშიმ საქართველოსთან გამართული მატჩი შეაფასა
  • რა მნიშვნელობა ჰქონდა იტალიისთვის ამ შეხვედრას

იტალიის მორაგბეთა ნაკრებმა 18-ათასი გულშემატკივრის თვალწინ საქართველოს 28:17 მოუგო. მასპინძლებმა 4 ლელო დადეს, სტუმრებმა კი მხოლოდ ორჯერ გამოიჩინეს თავი. იტალიის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კონორ ოშიმ ფლორენციაში გამართული მატჩზე ისაუბრა.

კონორ ოში: 'პირველი 50 წუთით კმაყოფილი ვარ, დარჩენილ ნახევარ საათში პრობლემებს წავაწყდით. თუ სწორად ვითამაშებდით, უპირატესობაც გვექნებოდა. ერთ მომენტში ვფიქრობდი, რომ ჩემი ნაკრები თავისუფლად შეძლებდა თამაშს, მაგრამ საქართველოსთან დარჩენილ დროში გაგვიჭირდა, რადგანაც თამაშის ტემპი შეცვალეს.

ჩემი ბიჭების თამაშით ბედნიერი ვარ. დღეს დიდი ზეწოლის ქვეშ მოგვიწია თამაში. ჩვენ მოვიგეთ საჭირო მატჩი, რომელიც განვითარებაში დაგვეხმარება. ბოლო ერთ წელში მოვუგეთ ფიჯის, იაპონიასა და საქართველოს. ყოველთვის ვერ მოვიგებთ, მაგრამ გვსურს, რომ უკეთესი ნაკრები გავხდეთ. ვიცით, რომ კიდევ უფრო მეტ ასპექტში უნდა დავიხვეწოთ.

დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, მწამს, რომ მომავალზე უფრო მეტს ვიფიქრებთ. ბოლო ერთი წელი სულ საქართველოსთან მატჩზე გვიწევდა ფიქრი. ორშაბათიდან უკვე ავსტრალიასთან გასამართი შეხვედრისთვის მოვემზადებით. საქართველოსთან მოგების შემდეგ ზეწოლა აღარ არსებობს.'

იტალია V საქართველო

მერაბ შარიქაძე ნაკრებს ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა

იტალია V საქართველო

მფრინავი თამაზ მჭედლიძე

იტალია V საქართველო

შალვა სუთიაშვილი იტალიელების წინააღმდეგ

იტალია V საქართველო

ბორჯღალოსნები შეტევაში

იტალია V საქართველო

კაპიტანი იტალიის წინააღმდეგ დაბრუნდა

იტალია V საქართველო

იტალიელები გამარჯვებას ზეიმობენ

იტალია V საქართველო

იმედგაცრუებული ბორჯღალოსნები

იტალია V საქართველო

ქართველები 'არტემიო ფრანკიზე'

იტალია V საქართველო

ბორჯღალოსნები და კონორ ოში

კომენტარები

ბოლო ამბები