Thumbnail
  • დორტმუნდი 3:2 ბაიერნი
  • ექსბარსელონელ პაკოს ბუნდესლიგაში ყოველ 29 წუთში გააქვს

ბუნდესლიგის მე-11 ტურში სეზონის უმთავრესი დაპირისპირება გაიმართა - Der Klassiker - დორმტუნდში ბორუსიამ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა, თამაშის განმავლობაში ორჯერ აგებდა, მაგრამ მაინც შეძლო მოგება 5-გოლიან თრილერში - 3:2.

პაკოს გამარჯვების გოლი

ეს დაპირისპირება მარკო როისისა და რობერტ ლევანდოვსკის დუელად იქცა (ორივემ დუბლი შეასრულა, თუმცა პოლონელს კიდევ ორი გოლი თამაშგარის გამო არ ჩაუთვალეს), მაგრამ გამარჯვება დორტმუნდს ვალენსიასა და ბარსელონას ექსფორვარდმა პაკო ალკასერმა მოუტანა. 

ტაიმი ბაიერნმა რობერტ ლევანდოვსკის გოლით მოიგო - 26-ე წუთზე გნაბრიმ მარჯვნიდან ჩააწოდა და პოლონელმა ფორვარდმა თავით ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში როისმა ნოიერს პენალტი "აკიდა", რომელიც თავადვე შეასრულა. მაგრამ მალევე ლევანდოვსკიმ ბაიერნი ისევ დააწინაურა. 67-ე წუთზე პიშჩეკის პასით როისმა ისევ გაათანაბრა, ხოლო 73-ეზე შეცვლაზე შესულმა ესპანელმა პაკო ალკასერმა ვიტსელის პასით გამარჯვება დორტმუნდს მოუტანა.

95-ე წუთზე ლევანდოვსკის გოლი თანამსაჯმა სამართლიანად გააუქმა და ყველაფერიც აქ დასრულდა - 3:2. შესაძლოა, ამ მარცხმა გუნდიდან ნიკო კოვაჩის წასვლა დააჩქაროს. 

11 ტურის შემდეგ დორტმუნდი 27 ქულით ლიდერობს, ბაიერნს 20 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა. 

სანჩომ ჰუმელსი შეარცხვინა

საინტერესო ფაქტები

მარკო როისი საუკეთესო ფორმაშია

►  ამ სეზონში პაკო ალკასერმა დორტმუნდის ყველა საშინაო მატჩში გაიტანა (რომელშიც ითამაშა) - 4 მატჩში 6 გოლი.

► პაკო 8 გოლით გლადბახის ალასან პლეას დაეწია ბომბარდირთა დავაში.

► ყოველ 29 წუთში პაკოს ერთი გოლი გააქვს.

► ბაიერნს სეზონის ამ დროს 7-ქულიანი ჩამორჩენა ჯერ არასოდეს ამოუქაჩია ბუნდესლიგაში.

► დორტმუნდის სათადარიგოებმა ამ სეზონში 18 გოლი გაიტანეს, რაც ევროპის ტოპ 5 ლიგებში საუკეთესო შედეგია და მეორე ადგილს 10 გოლით უსწრებს.

► საწყის 11 ტურში 7 გოლი მარკო როისისთვის პირადი რეკორდის გამეორებაა.

დორტმუნდი 3:2 ბაიერნი

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (26), 1:1 როისი (49-პენ), 1:2 ლევანდოვსკი (52), 2:2 როისი (67), 3:2 პაკო ალკასერი (73)

დორტმუნდი (4-2-3-1): ჰიტცი - პიშჩეკი, აკანჯი, ზაგადუ, ჰაკიმი - ვიტსელი, ვაიგლი (46. დაუდი) - სანჩო, როისი, ლარსენი (82. დელეინი) - გიოტცე (59. პაკო ალკასერი)

ბაიერნი (4-1-2-3): ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი (65. ზიულე), ალაბა - ხავი მარტინესი - მიულერი (82. ს. ვაგნერი), გორეტცკა - გნაბრი (74. სანშეში), ლევანდოვსკი, რიბერი 

კომენტარები

ბოლო ამბები