Thumbnail

გადაიდო! - კოკისპირული წვიმის გამო რივერი V ბოკა დღეს არ გაიმართება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ამაღამ ლიბერტადორესის თასის პირველი ფინალური მატჩი აღარ გაიმართება
  • ხვალინდელი დღის პროგნოზიც არ არის დამაიმედებელი

ლიბერტადორესის თასის პირველი ფინალური მატჩი ბოკა ხუნიორსა და რივერ პლეიტს შორის ამაღამ აღარ გაიმართება!

ამის მიზეზი კოკისპირული წვიმაა, რომელმაც ბუენოს აირესი და მისი შემოგარენი დატბორა. მინდვრის საფარი წყლით აივსო და კონმებოლის წარმომადგენელმა მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო - ბოკასა და რივერს შორის პირველი ფინალური მატჩი ხვალ გაიმართება თუკი ამის საშუალებას ამინდი და მინდვრის საფარი მისცემს გუნდებს. 

ბომბონერა დღეს

სტადიონის თანამშრომლები განუწყვეტლივ რეჟიმში ცდილობდნენ წყლის ამოტუმბვას, მაგრამ წვიმა სულ უფრო ძლიერდება. წვიმამ მინდვრის საფარი 95 მილიმეტრის სიმაღლეზე დაიფარა. ასეთ პირობებში კი ფეხბურთის თამაში შეუძლებელია. რივერის ფეხბურთელები არც კი გამოჩენილან, მათ "მონუმენტალი" საერთოდ არ დაუტოვებიათ. 

ამინდის პროგნოზი დამაიმედებელი არ არის - კვირას სანაპიროზე შტორმიც არის მოსალოდნელი, საღამოს კი დროებით გამოდარებას ელიან, თუმცა იმის გარანტიას, რომ ფინალური მატჩი გაიმართება ვერავინ იძლევა. 

შეგახსენებთ, რომ ლიბერტადორესის თასის ფინალში ბოკა ხუნიორსი და რიბერ პლეიტი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები