Thumbnail
  • ვახტანგ ჩიდრაშვილი 5 გზის მსოფლიოს ჩემპიონია
  • ფინალში ქართველმა სამბისტმა ბელარუსი მეტოქე დაამარცხა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამბოში ქართველი სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ. ნინო ოძელაშვილი პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელმაც საჭიდაო სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ისტორიულ წარმატებას მიაღწია. 

10 ნოემბერს, 57 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ტიტულოვანმა ქართველმა სამბისტმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ბელარუსი მეტოქე, ვლადისლავ ბურდსი დაამარცხა. ვახტანგ ჩიდრაშვილი მეხუთედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში! დღესვე, დავით ლორიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების აქტივში უკვე 5 მედალია: 2 ოქრო და 3 ბრინჯაო.

ფოტო: სამბოს ფედერაციის FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები