Thumbnail
  • ფენერბაჰჩემ ვიტორიაში მძიმე ბრძოლაში მოიგო
  • შენგელიამ 26 წუთში 15 ქულა ჩააგდო და ბურთი სამჯერ მოხსნა

ევროლიგის მე-6 ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ფენერბაჰჩესთან 74:72 წააგო. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 26 წუთი ითამაშა. თორნიკემ 5-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო - შენგელიამ 15 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 11 სამქულიანი ისროლა და მხოლოდ ერთის ჩაგდება მოახერხა. ჯენიგმა 7 ქულას მოუყარა თავი.

ბასკონია მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა, მაგრამ ბოლო მეოთხედი 9 ქულით წააგო და მატჩიც დათმო. ვიტორიელებს 2 მოგება და 4 მარცხი აქვთ, შენგელიას გუნდი მე-11 ადგილს იკავებს. ბასკონია მომდევნო მატჩში ბუდუჩნოსტს დაუპირისპირდება.

მატჩის მიმოხილვა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები