Thumbnail

სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი | ნინო ოძელაშვილის ისტორიული მიღწევა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ნინო ოძელაშვილის ტრიუმფი ბუქარესტში
  • პირველი ქართველი ქალი მსოფლიოს ჩემპიონი საჭიდაო სახეობაში

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში. 9 ნოემბერს, ტურნირში 5 ქართველი სპორტსმენი ჩაერთო: სალომე აბაშიძე (60 კგ.), ნინო ოძელაშვილი (72 კგ.), გივი ნადარეიშვილი (52 კგ.), მინდია ლილუაშვილი (68 კგ.) და პაატა ღვინიაშვილი (90 კგ.).

ქართველმა სამბისტებმა წარმატებით იასპარეზეს: გივი ნადარეიშვილმა და პაატა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, დღის გმირი კი ნინო ოძელაშვილია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! ნინომ ურთულესი ბადე გაიარა, ფინალში კი მასპინძელი, რუმინელი მეტოქე 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ნინო ოძელაშვილი პირველი ქართველი ქალი სპორტსმენია, რომელიც საჭიდაო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

პირველი ქართველი ქალი მსოფლიოს ჩემპიონი ჭიდაობის სახეობაში

ნინო ოძელაშვილმა მასპინძელ რუმინელს მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა სამბოში ტრადიციული ცეკვა და ისტორიული გამარჯვება <3

Posted by Silk Sport on პარასკევი, 09 ნოემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები