Thumbnail
  • 📅 11 ნოემბერი ⌚ 20:30 ⚽ მანჩესტერ სიტი V მანჩესტერ იუნაიტედი
  • აპრილში იუნაიტედმა სიტი, ეტიჰადზე პოგბას დუბლით დაამარცხა...

პრემიერლიგის მეთორმეტე ტურის მატჩში, დაუმარცხებელი პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი - მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს. სიტი ცხრილში 29 ქულით პირველ ადგილს იკავებს, ხოლო ჟოზეს იუნაიტედი, 9 ქულიანი ჩამორჩენით მეშვიდე პოზიციაზეა.

ჟოზე მოურინიომ მატჩამდე სიტისთან კონკურენციაზე ისაუბრა "შევეცდებით წინააღმდეგობა გავუწიოთ, გვჯერა ჩვენი მოტივაციის, თან ნუ დაგავიწყდებათ, რომ ევროპის 2 წამყვან გუნდთან (ჩელსი, იუვენტუსი) კარგი გასვლითი მატჩები ჩავატარეთ და ამის იმედიც მაქვს..."

"გარდა კარგი რეზულტატებისა, კარგი თამაშიც სახეზე იყო, პოზიტიური დამოკიდებულებაც სახეზე იყო, ამის გაკეთებას ვეცდებით კვირასაც, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ გაგვიჭირდება - სიტი ძალიან ძლიერი გუნდია!"

ჟოზე მოურინო სიტის პოტენციალზე კითხვამ გააბრაზა "რთულია ამაზე პასუხის გაცემა, მე ჩემ საქმეზე ვარ კონცენტრირებული. თუ პოტენციალზე გსურთ საუბარი, მაშინ ჯერ ამ პოტენციალში ჩადებული ინვესტიციით დაიწყეთ მსჯელობა, მუშაობის ხარისხი და სამწვრთნელო საქმე შემდეგ მოდის." ამბობს პორტუგალიელი.

გაცდენილი მატჩების შემდეგ, სასტარტოს შესაძლოა რომელუ ლუკაკუ დაუბრუნდეს "ლუკაკუმ დღეს (პარასკევ დილით), გუნდთან ერთად ივარჯიშა. ხვალ კიდევ გვექნება საწვრთნელი პროცესი და მგონია, რომ ზეგისთვის მზად იქნება." განაცხადა მოურინიომ.

საინტერესო ფაქტები

► სიტიმ ამ სეზონში 4 გოლი გაუშვა - 1 პენალტით და დანარჩენი 3 მოწინააღმდეგის მცველებმა გაიტანეს

► 2016 წლიდან, სიტი სახლში 37 მატჩში ერთხელ დამარცხდა - იუნაიტედთან!

► სიტის აგუეროს ბოლო 13 მატჩში, ეტიჰადზე 17 გოლი აქვს გატანილი

► იუნაიტედის ანტონი მარსიალმა პრემიერლიგის ბოლო 4 მატჩში, 4 გოლი გაიტანა...

► სიტიმ ბოლო 15 მატჩში ეტიჰადზე 48 გოლი გაიტანა, ანუ 3.4 საშუალოდ მატჩში!

► იუნაიტედს წელს კარი მშრალად მხოლო ერთხელ აქვს შენახული - სექტემბერში ბარნლის წინააღმდეგ...

კომენტარები

ბოლო ამბები