Thumbnail
  • ტოჩინოშინის პირველი მეტოქეები - ტამავაში და ნიშიკიგი
  • პირველ დღეს გაგამარუ ისევ ჯურიოს დივიზიონში იჭიდავებს

11-25 ნოემბერს სუმოს წლის მე-6 და უკანასკნელი სუპერტურნირი - კუნძულ კიუშუს ბაშო იწყება. სუმოისტები უკვე ფუკუოკაში იმყოფებიან და ტურნირისთვის ემზადებიან, სუმოს ასოციაციამ კი ელიტაში პირველი ორი დღის საბრძოლო წყვილები გამოაქვეყნა.

8 ნოემბერს გამოცხადდა, რომ ტრავმების გამო ბაშოს ორი მთავარი ფავორიტი, დიდი ჩემპიონები ჰაკუჰო და კაკურიუ დააკლდებიან

კვირას, ასპარეზობის პირველ დღეს ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-2 მაეგაშირა ტამავაშის დაეჭიდება. ურთიერთშეხვედრებში ქართველს შესამჩნევი უპირატესობა აქვს მონღოლ სუმოისტთან - 16:8, მან სექტემბერშიც აჯობა მეტოქეს, მაგრამ ყველას გვახსოვს, რა მოხდა ივლისის ბაშოს მე-6 დღეს, როცა ტამავაშისთან ორთაბრძოლაში მანამდე 5-0 ბალანსით მოასპარეზე ტოჩინოშინმა სერიოზული ტრავმა მიიღო და ბაშოს გამოტოვება მოუწია. 

კისენოსატო ბაშოზე ერთადერთი იოკოძუნა იქნება

I დღის მთავარი წყვილები

კისენოსატო V ტაკაკეიშო

გოეიდო V ჰოკუტოფუჯი

ტაკაიასუ V მიოგირიუ

ტოჩინოშინი V ტამავაში

მიტაკეუმი V ტოჩიოძანი

იჩინოჯო V ნიშიკიგი

რიუდენი V შოდაი

მეორე დღეს ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა ნიშიკიგის დაეჭიდება. 28 წლის იაპონელს ტოჩინოშინი ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს უგებს. წლეულს ის ნიშიკიგის არ შეხვედრია.

II დღის მთავარი წყვილები

კისენოსატო V მიოგირიუ

ტაკაიასუ V ჰოკუტოფუჯი

ტოჩინოშინი V ნიშიკიგი

გოეიდო V ტაკაკეიშო

იჩინოჯო V ტოჩიოძანი

მიტაკეუმი V ტამავაში

რიუდენი V იოშიკაძე

11 ნოემბერს ფუკუოკაში კიუშუს ბაშო იწყება

გაგამარუ - ერთი დღით ჯურიოში

მოგეხსენებათ, თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) მეორე დივიზიონიდან გავარდა და აღარ ითვლება ელიტის სუმოისტად. ის მესამე დივიზიონ მაკუშიტაში აღმოსავლეთის პირველი ნომერია და დადებითი ბალანსი ეყოფა ელიტურ მეორე დივიზიონში დასაბრუნებლად. შეგახსენებთ, რომ მესამე დივიზიონში ბაშო მხოლოდ 7-მატჩიანია. 

პირველ დღეს გაგამარუ ისევ ჯურიოში იჭიდავებს, მისი მეტოქე ტომოკაძე იქნება, რომელიც ჯურიოს მე-14 ნომერია. 

კომენტარები

ბოლო ამბები