Thumbnail
  • 2018 ATP WORLD TOUR AWARDS დასრულებულია
  • იან დე ვიტი წლის მწვრთნელობის ნომინანტი იყო
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის ბექჰენდი რჩეულთა შორისაა
პეკინის ტრიუმფი

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ 2018 ATP WORLD TOUR AWARDS-ის გამარჯვებულები დაასახელა.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი კვირას ATP World Tour No. 1-ის პრიზს მიიღებს. ამის გარდა, მას მიენიჭა "წლის დაბრუნების" პრიზი.

სერბმა ჩოგბურთელმა ივნისში იდაყვის ოპერაცია გაიკეთა და 22-ე პოზიციიდან შეძლო რეიტინგის სათავეში მოქცევა.

მისი მწვრთნელი მარიან ვაიდა წლის მწვრთნელი გახდა. სხვათა შორის, წლის მწვრთნელობის 5 ნომინანტს შორის გერმანელი იან დე ვიტიც იყო - ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი მწვრთნელი. 

სხვა პრიზები

► რაფაელ ნადალი გახდა სტეფან ედბერგის სახელობის პრიზის მფლობელი მეორედ კარიერაში. 

► ფანების ფავორიტი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი გახდა. 

► წლის დებიუტანტი გახდა 19 წლის ავსტრალიელი ალექს დე მინო.

► 20 წლის ბერძენი სტეფანოს ციციპასი წლის გაუმჯობესებული ჩოგბურთელი გახდა. 

New York Times-ის აღიარება

ბასილაშვილი ბექჰენდს საუკეთესოდ ასრულებს

"ნიუ იორკ ტაიმსის" ვებგვერდზე nytimes.com გამოქვეყნდა სტატია, ვის აქვს საუკეთესო დარტყმა ჩოგბურთში. გამოცემამ ყველა ძირითად კატეგორიაში ხუთეულები ჩამოწერა - ორი ხელით შესრულებულ საუკეთესო ბექჰენდებში ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაიმარჯვა, ნიკოლოზ ბასილაშვილი ხუთეულში არა, მაგრამ Honorable mention-ში მოხვდა სამ სხვა ჩოგბურთელთან ერთად.

ასე რომ, "ნიუ იორკ ტაიმსი" მიიჩნევს, რომ ქართველ ჩოგბურთელის ბექჰენდი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო ჩოგბურთში.

მეტი ამ თემაზე

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები