Thumbnail

ფეხბურთის ფედერაციის საჩუქარი საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს 
  • ბილეთები სიმბოლურ ფასად გაიყიდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, წლის ბოლო ოფიციალურ მატჩზე, რომელშიც საქართველოს ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს, ყველა ბილეთი სიმბოლურად, მხოლოდ 1 ლარი ეღირება. შეხვედრა თბილისში, 19 ნოემბერს, დინამო არენაზე გაიმართება. გაგაცნობთ სფფ-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას:

“აღნიშნული აქციის მიზანია, მადლობა გადავუხადოთ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამორჩეული ქომაგობისთვის. ჩვენი ნაკრების წარმატება უპირველესად ეკუთვნით გულშემატკივრებს, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ჩვენი გუნდისთვის და ქართული ფეხბურთისათვის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე.

აქვე, გთხოვთ, 19 ნოემბერს, დინამო არენაზე მობრძანდეთ თამაშის დაწყებამდე და გახდეთ იმ აქტივობის მონაწილე, რომელიც დაგეგმილია სტადიონზე. უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის, საქართველო - ყაზახეთი ბილეთების ონლაინ-რეჟიმში გაყიდვა 9 ნოემბრიდან დაიწყება”.

კომენტარები

ბოლო ამბები