Thumbnail

ევროპალიგა | მილანმა და არსენალმა ვერ მოიგეს, ჭანტურიშვილმა კი გაიტანა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ვახტანგ ჭანტურიშვილმა პირველი გოლი გაიტანა ევროპალიგაზე
  • ლევან ყენია დუდელანჟის განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია

გრძელდება ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი. მე-4 ტურში რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართა. გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს მილანის და ლონდონის არსენალის ასპარეზობა. სანამ ევროპულ გრანდებზე ვიტყოდეთ, აღვნიშნოთ, რომ ტრნავის სპარტაკის რიგებში შესანიშნავი გოლი გაიტანა ვახტანგ ჭანტურიშვილმა, თუმცა მისი გუნდი ზაგრების დინამოსთან 1:3 დამარცხდა.

E ჯგუფში ლონდონის არსენალმა ლისაბონის სპორტინგი მიიღო და მატჩი ფრედ დასრულდა, 0:0. მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, რაზეც სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. ლონდონელები 63% ფლობდნენ ბურთს და მეტოქის კარის მიმართულებით 12-ჯერ დაარტყეს, მაშინ, როდესაც პორტუგალიელების აქტივში მხოლოდ ერთი დარტყმაა. მიუხედავად დიდი უპირატესობისა, არსენალმა გოლის გატანა ვერ შეძლო და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ჯგუფს სწორედ არსენალი და სპორტინგი ლიდერობენ შესაბამისად 10 და 7 ქულით, ვორსკლა და ყარაბახი კი 3-3 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.

F ჯგუფში მილანის და ბეტისის დაპირისპირება შედგა. პირველი ტაიმი ესპანელების უპირატესობით წარიმართა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა, 1:0. გოლი ლო სელსომ გაიტანა. მეორე ნახევარში მილანმა მკვეთრად მოუმატა, მომენტებიც შექმნა და გაათანაბრა კიდეც ანგარიში. სტანდარტული სუსომ გამოიყენა, 1:1. ამ ჯგუფში დაძაბული სატურნირო ვითარებაა: ბეტისი 8 ქულით ლიდერია, მეორე-მესამე ადგილებს კი 7-7 ქულით მილანი და ოლიმპიაკოსი იყოფენ. სწორედ ეს სამი გუნდი იბრძვის პლეი ოფის ორი საგზურისთვის.

ლო სელსოს გოლი ბეტისს მოსაგებად არ ეყო

ბაიერი 1:0 ციურიხი

გოლი: 1:0 იედვაი (60)

ლუდოგორეცი 0:0 ლარნაკა

სელტიკი 2:1 ლაიფციგი

გოლები: 1:0 ტიემეი (11), 1:1 აოგოსტინი (78), 2:1 ედუარდი (79)

როსენბორგი 2:5 ზალცბურგი

გოლები: 0:1 მინამინო (5), 0:2 მინამინო (19), 0:3 გულბრანდსენი (37), 0:4 მინამინო (45), 1:4 აბეგბენრო (52), 1:5 ჰოვლანდი (57-საკ. კარში), 2:5 იენსენი (61) 

ბორდო 1:1 ზენიტი

გოლები: 1:0 კამანო (35-პენ.), 1:1 ზობოლოტნი (72)

სლავია 0:0 კოპენჰაგენი

ფენერბაჰჩე 2:0 ანდერლეხტი

გოლები: 1:0 ვალბუენა (71), 2:0 ფრეი (74) 

დინამო ზ. 3:1 სპარტაკი ტ.

გოლები: 1:0 გოიაკი (22), 2:0 კადლეცი (36-საკ. კარში), 2:1 ჭანტურიშვილი (63), 3:1 ორსიჩი (80)

სპარტაკის რიგებში ვახტანგ ჭანტურიშვილმა 90 წუთი ითამაშა. დავით სხირტლაძე ძირითადში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.

არსენალი 0:0 სპორტინგი

ვორსკლა 0:1 ყარაბახი

გოლები: 0:1 აბდულაევი (13-პენ.)

ოლიმპიაკოსი 5:1 დუდელანჟი

გოლები: 1:0 ტოროსიდისი (6), 2:0 ფორტუნისი (16), 3:0 ხრისტოდოლოპულოსი (26), 4:0 ფორტუნისი (36), 4:1 სინანი (69), 5:1 ფეტფატციდისი (70)

ლევან ყენია დუდელანჟის განაცხადში იყო, თუმცა თადარიგში დარჩა.

ბეტისი 1:1 მილანი

გოლები: 1:0 ლო სელსო (12), 1:1 სუსო (62)

კომენტარები

ბოლო ამბები