Thumbnail

სპარტაკის სუპერმატჩი მოსკოვში, ლაციომ მარსელი ჯგუფში ჩატოვა

  • შარშანდელი ფინალისტი ჯგუფში ჩარჩა
  • სუპერმატჩი მოსკოვში, სპარტაკმა რეინჯერსი დაამარცხა

ევროპალიგის მე-4 ტურის ცენტრალური მატჩი 'სტადიო ოლიმპიკოზე' გაიმართა, სადაც ლაციომ მარსელს 2:1 მოუგო.

სიმონე ინძაგის გუნდმა პირველი გოლი ტაიმის კომპენსირებულ დროში გაიტანა. ანგარიში მარკო პაროლომ გახსნა.

მარკო პაროლოს გოლი მარსელის კარში

მარკო პაროლოს გოლი მარსელის კარში

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 08 ნოემბერი, 2018

ლაციომ მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში მეორეც გაიტანა. ხოაკინ კორეამ ბურთი საჯარიმოში მიიღო, რის შემდეგაც თავის სტილში მარტივად მოახერხა გატანა.

ხოაკინ კორეას გოლი მარსელის კარში

ხოაკინ კორეას გოლი მარსელის კარში

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 08 ნოემბერი, 2018

მარსელმა ანგარიშში სხვაობა სწრაფად შეამცირა, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა და ლაციომ მეტოქეს 2:1 მოუგო, რითიც შარშანდელი სეზონის ფინალისტი ჯგუფში ჩატოვა, რადგანაც ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში აინტრახტმა აპოლონი 3:1 დაამარცხა.

ტოვენის გოლი ლაციოს კარში

ტოვენის გოლი ლაციოს კარში | ლაციო 2:1 მარსელი

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 08 ნოემბერი, 2018

სუპერმატჩი გაიმართა მოსკოვში, სპარტაკმა რეინჯერსს 4:3 მოუგო. სტივენ ჯერარდის გუნდი შეხვედრას სამჯერ იგებდა, მაგრამ ანგარიშის შენარჩუნება ვეღარ მოახერხა და საბოლოოდ მაინც დამარცხდა. რეინჯერსი ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს, გლაზგოელები მომდევნო ტურში ვილიარეალს უმასპინძლებენ.

სპარტაკი 4:3 რეინჯერსი

გოლები: 0:1 ერემენკოს ავტოგოლი (5), 1:1 მელგარეხო (22), 1:2 კანდიასი (27), 2:2 გოლდსონის ავტოგოლი (35), 2:3 მიდლტონი (41), 3:3 ლუის ადრიანო (58), 4:3 სოფიან ჰანი (59).
 

აპოლონი 2:3 აინტრახტი

გოლები: 0:1 იოვიჩი (17), 0:2 ალერი (55), 0:3 გაჩინოვიჩი (58), 1:3 ზელაია (71), 2:3 ზელაია (94)

რაპიდი 0:0 ვილიარეალი

ვიდ 1:0 პაოკ

გოლი: 1:0 მილანოვი (50)

მალმიო 1:1 სარპსბორგი

გოლები: 0:1 მორტენსენი (63), 1:1 ანტონსონი (67)

კრასნოდარი 2:1 სტანდარდი

გოლები: 0:1 კარსელა გონსალესი (19), 1:1 სულეიმანოვი (79), ვანდერსონი (82).

გენკი 1:1 ბეშიქთაში

გოლები: 0:1 კუარეჟმა (16), 1:1 ბერგი (87).

ბატე 0:1 ჩელსი

გოლი: 0:1 ჟირუ (53)

ასტანა 2:1 იაბლონეცი

გოლები: 1:0 პედრო ენრიკე, 1:1 ზაინუტდინოვის ავტოგოლი (41), 2:1 პოსტნიკოვი (88)

ფენერბახჩე 2:0 ანდერლეხტი

გოლები: 1:0 ვალბუენა (71), ფრაი (74)

ახისარი 2:3 სევილია

გოლები: 0:1 ნოლიტო (12), 0:2 მურიელი (38), 1:2 მანუ (52), 2:2 აიკი (78), 2:3 ბანეგა (87)

კიევის დინამო 3:1 რენი

გოლები: 1:0 ვერბიჩი (13), 2:0 მიკოლენკო (68), 3:0 შაპარენკო (72), 3:1 სიბაჩუ (89)

კომენტარები

ბოლო ამბები