Thumbnail

ONE Championship-მა eSports დააფინანსა - პროექტის ელჩი დემეტრიუს ჯონსონია

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • ONE Championship-მა ელექტრონული სპორტის ორგანიზაცია შექმნა
  • პროექტის ელჩი UFC-ის ყოფილი მებრძოლი - დემეტრიუს ჯონსონია

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) სინგაპურულმა ორგანიზაციამ, ONE Championship-მა, იაპონურ სარეკლამო კომანია Detsu-სთან და Razer-თან ერთად, ელექტრონულ სპორტში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო.

UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, კომპიუტერული თამაშების მოყვარული და Twitch.tv-ს სტრიმერი - დემეტრიუს 'მაითი მაუს' ჯონსონი, აღნიშნული პროექტის ელჩია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 'მაითი მაუსი' ამ საქმისთვის ზედგამოჭრილი კანდიდატურაა. ელექტრონული სპორტის ენთუზიასტებმა კარგად იციან, რომ ის ერთ-ერთი მათგანია, ხოლო საბრძოლო სახეობების მოყვარულეთა ნაწილი კი მას ყველა დროის საუკეთესო მსუბუქწონოსნად მიიჩნევს.

რა თქმა უნდა, დემეტრიუს ჯონსონის დანიშვნა პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ ინდუსტრიაში თავის დასამკვიდრებლად ONE-ს მხოლოდ ეს არ ეყოფა და ამას თავადაც აცნობიერებენ.

'ძალიან გახარებულები ვართ, რომ ONE eSports შევქმენით, რომელიც აზიის უდიდესი ელექტრონული სპორტის ორგანიზაცია გახდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ რეგიონში შერეული საბრძოლო ხელოვნების და 'გეიმინგის' მოყვარულებს შორის საკმაოდ დიდი კვეთაა. ჩვენი ორგანიზაცია eSports-ის მოყვარულებს მსოფლიო დონის პროდუქციას შესთავაზებს,' - განაცხადა ONE Championship-ის გენერალურმა დირექტორმა, ჩატრი სიტიოდტონგმა.

ახლად ჩამოყალიბებული ორგანიზაციის გეგმა მარტივია - მათ სურთ ყველაზე პოპულარულ ელექტრონულ თამაშებში მასშტაბური ტურნირები ჩაატარონ, სადაც მაღალი საპრიზო ფონდი იქნება. სინგაპურულ კომპანიას ჯერ არ გაუმხელია, თუ კონკრეტულად რომელ თამაშებზე იქნება ორიენტირებული.

 

კომენტარები

ბოლო ამბები