Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | ირაკლი ჩხეიძის მე-5 ადგილი სამივე დისციპლინაში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ირაკლი ჩხეიძემ ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში მე-5 ადგილი დაიკავა
  • 10 ოქტომბერს ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე იასპარეზებენ

აშხაბადში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა იასპარეზა. 102 კგ. წონითი კატეგორიის ატაცში ირაკლი ჩხეიძემ 168 კგ. დაძლია და მე-5 ადგილი დაიკავა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში თავი 208 კილოგრამს გაართვა, ორჭიდის ჯამში კი 376 კილოგრამი დაუგროვდა. ჩხეიძემ სამივე დისციპლინაში მე-5 ადგილი დაიკავა და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო ქულების ნაწილი მოიპოვა.

10 ნოემბერს, ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ორი ქართველი გამოვა. +109 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე იასპარეზებენ. 

ირაკლი ჩხეიძე

ფოტოები: საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები