Thumbnail

ტოჩინოშინის სუპერ-შანსი - ბაშოს ორი მთავარი ფავორიტი გამოაკლდა!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 11 ნოემბერს კიუშუს ბაშო იწყება
  • იოკოძუნა ჰაკუჰო და იოკოძუნა კაკურიუ ბაშოზე ვერ იჭიდავებენ
შეხვედრა ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში

კუნძულ კიუშუზე ფუკუოკას დარბაზ "კოკუსაიში" წლის უკანასკნელი სუპერტურნირი იწყება. კიუშუს ბაშო 11-ში იწყება და 25 ნოემბერს სრულდება. ბაშოსთვის ემზადება ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომელიც ახლახან ბაშოს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი გახდა.

დღეს ორმა დიდმა ჩემპიონმა გამოაცხადა, რომ ტრავმის გამო გამოტოვებს წლის უკანასკნელ ბაშოს - 41-გზის ჩემპიონმა ჰაკუჰომ და იოკოძუნა კაკურიუმ.

ასე რომ, ბაშოს ორი უმთავრესი ფავორიტი ჩამოშორდა. რაც შეეხება მესამე იოკოძუნა კისენოსატოს. ის ისედაც არ მიიჩნევა ფავორიტად, სექტემბერში კი სულაც კარიერის დასრულების საფრთხის წინაშე იდგა. 

ასე რომ, ბაშოს მთავარი ფავორიტები ოძეკები გახდნენ: ტოჩინოშინი, ტაკაიასუ და გოეიდო. 
ნოემბრის ბაშოზე ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქის ვინაობა 9 ნოემბერს გაირკვევა. 

გამოკითხვა

მოიგებს ტოჩინოშინი კიუშუს ბაშოს?

  • კი, მოიგებს
  • ვერ მოიგებს

საინტერესო ფაქტები

► 2018 წელს 5 ბაშოზე ჯამში ყველაზე მეტი გამარჯვება ტოჩინოშინსა და კაკურიუს აქვთ - 51-51, თუმცა წლის "ჩემპიონობისთვის" ბრძოლას მონღოლი იოკოძუნა ჩამოშორდა. 

► ტოჩინოშინი 2018 წელს: იანვარი - 14-1 (იმპერატორის თასი, ტექნიკური რიკიშისა და ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზები), მარტი - 10-5 (ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი), მაისი - 13-2 (ვიცე-ჩემპიონი, ტექნიკური რიკიშისა და მებრძოლი სულის პრიზები), ივლისი - 5-2-8 (ტრავმა), სექტემბერი - 9-6. 

► თუკი ტოჩინოშინი ნოემბრის ბაშოს მოიგებს, ის 2003 წლის მერე პირველი ოძეკი გახდება, ვინც კიუშუს ბაშოზე იმპერატორის თასს მოიპოვებს. მაშინ ეს ტოჩიაძუმამ შეძლო. 

► ნოემბრის ბაშოზე გამარჯვების შემთხვევაში, ტოჩინოშინი იანვარში იოკოძუნობის კანდიდატი გახდება. 

 

გამოკითხვა

კიუშუს ბაშოზე რამდენ ბრძოლას მოიგებს ტოჩინოშინი

  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • ყველას მოიგებს

კომენტარები

ბოლო ამბები