Thumbnail

ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობა იტალიის ნაკრებთან ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰეიგმა 23-კაციანი სამატჩო რაზმი დაასახელა
  • 10 ნოემბერს ფლორენციაში იტალია საქართველოს უმასპინძლებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იტალიასთან მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ნაკრებში რამდენიმე გადაადგილებაა - ფულბეკად თამაშს სოსო მათიაშვილი დაიწყებს, ცენტრში თამაზ მჭედლიძე და მერაბ შარიქაძე შეწყვილდებიან, რომელიც ტრავმით გამოწვეული 8-თვიანი პაუზის შემდეგ, მოედანზე პირველად გავა. ფრთებზე გიორგი კოშაძე და ზურაბ ძნელაძე დადგებიან. ძნელაძეს ბორჯღალოსნების კვართით ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ უთამაშია - 2013 წლის "თბილისის თასზე" სამხრეთ აფრიკის "ა" ნაკრების წინააღმდეგ.

უცვლელია ღერძი და 9 ნომერ ვასილ ლობჟანიძეს ლაშა ხმალაძე შეუწყვილდება, რომელთა კეპების ჯამური რაოდენობა 102-ს შეადგენს, ხოლო ხაზის მოთამაშეების კეპების რაოდენობა 231-ია.

შერკინების პირველ ხაზში 2-წლიანი პაუზის შემდეგ მარჯვენა ბურჯად დუდუ ქუბრიაშვილი ბრუნდება და ის 46-ე კეპს მოიხვეჭს. მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე იქნება.

მეორე ხაზში, სადაც ტრავმის გამო კოტე მიქაუტაძე და გიორგი ნემსაძე დაგვაკლდებიან, ნოდარ ჭეიშვილი ლაშა ლომიძეს შეუწყვილდება, რომელიც ამპლუით მესამე ხაზის მოთამაშეა. მესამე ხაზში სამი 22 წლის მორაგბე გვყავს - ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე, რომლებიც ბოლო დროს თავიანთ კლუბებში საუკეთესოები არიან. შერკინების მოთამაშეების კეპების ჯამური რაოდენობა 238-ია.

#ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი იტალიის წინააღდეგ გაიგე მეტი აქ 👉 https://goo.gl/rahia8 🇮🇹️ იტალია v საქართველო 🇬🇪️ | 10...

Posted by Georgian Rugby on ხუთშაბათი, 08 ნოემბერი, 2018

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ფლორენციაში 10 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 სთ-ზე გამართავს.

სამატჩო შემადგენლობა უკვე დაასახელა იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც.

კომენტარები

ბოლო ამბები