Thumbnail
  • იტალიელებმა საქართველოსთან თამაშისთვის 22 კაცი დაასახელეს
  • ბორჯღალოსნების წინააღმდეგ სერხიო პარისე არ ითამაშებს

იტალიის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კონორ ო'შიმ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა. 23-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა სერჯო პარისე. როგორც ჩანს, იტალიელები პარისეს ზელანდიასთან და ავსტრალიასთან გასამართი მატჩებისთვის ასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და საქართველოს ნაკრებების ტესტ-მატჩი 10 ნოემბერს ფლორენციაში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება. 

იტალიის ძირითადი შემადგენლობა: 15. ლუკა სპერანდიო 14. ტომაზო ბენვენუტი 13. მიკელე კამპანიარო 12. ტომაზო კასტელო 11. მატია ბელინი 10. ტომაზო ალანი 9. ტიტო ტებალდი 8. აბრაამ სტეინი 7. ჯეიკ პოლედრი 6. სებასტიან ნეგრი 5. დინ ბადი 4. ალესანდრო ძანი 3. სიმონე ფერარი 2. ლეონარდო ჯირალდინი (კაპიტანი) 1. ანდრეა ლოვოტი

სათადარიგო შემადგენლობა: 16. ლუკა ბიგი 17. შერიფ ტრაორე 18. ტიციანო პასკუალი 19. მარკო ფუზერი 20. იოჰან მეიერი 21. პალაზანი 22. კარლო კანა 23. ლუკას მორისი

კომენტარები

ბოლო ამბები