Thumbnail
  • კრიშტიანოს აზრით, მანჩესტერ იუნაიტედს ტურინში მოგებისთვის არაფერი გაუკეთებია
  • ტურინის იუვენტუსის ფორვარდს თავისი გოლი მოეწონა, მაგრამ მარცხმა გული დაწყვიტა

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ ბიანკონერის მაისურით თავისი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაში თავის ყოფილ კლუბს - მანჩესტერ იუნაიტედს გაუტანა. “ალიანც იუვენტუსზე” გამართულ ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში 33 წლის პორტუგალიელმა ანგარიში გახსნა, თუმცა შემდეგ მასპინძლებმა ორი გოლი გაუშვეს და სეზონის პირველი მარცხი იწვნიეს.

მატჩის შემდეგ კრიშტიანომ თამაში შეაფასა. ამასთან, თავის გოლზე, ტურნირის თავისებურებასა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსებზე ილაპარაკა

"ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, სადაც მოდუნების უფლება არ გაქვს მაშინაც კი, როდესაც ანგარიშში წინ ხარ. აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იუვენტუსი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და ბევრ მომენტსაც ქმნიდა. კიდევ ერთი გოლის გასატანად და თამაშის ბედის გადასაწყვეტად სამი თუ ოთხი შანსიც გვქონდა, მაგრამ ამის ნაცვლად მოვეშვით და დავისაჯეთ კიდეც.

მანჩესტერ იუნაიტედს ამ მოგებისთვის არაფერი გაუკეთებია. ამას გამართლებასაც ვერ დაარქმევ. ჩვენ თავად გავუკეთეთ მეტოქეს საჩუქარი. მაგრამ ამის მიუხედავად, თავი არ უნდა დავხაროთ. მართლა კარგად ვითამაშეთ და კვლავაც ჯგუფის ლიდერებად ვრჩებით.
  
ჩემი გოლი? გასახდელში გამეორება ვნახე. თამაშის დროს ვერც მივხვდი, რამდენად ფანტასტიკური გამოვიდა ის. კარგად გავიხსენი და ძლიერად დავარტყი. მიხარია, რომ გავიტანე, მაგრამ დამწუხრებული ვარ იმის გამო, რომ ვერ მოვიგეთ.

რონალდოს შესანიშნავი გოლი მანჩესტერის კარში

რონალდოს შესანიშნავი გოლი მანჩესტერის კარში

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 07 ნოემბერი, 2018

ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. ვლიდერობთ ჯგუფში, გვყავს ბრწყინვალე გუნდი, მაგრამ ფინალამდე ჯერ შორია. კლუბში ყველა ამ ტიტულის მოპოვებაზე ოცნებობს, მაგრამ ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ", - აქვეყნებს რონალდოს ნათქვამს Football Italia. 

იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს. მანჩესტერ იუნაიტედი 7 ქულით მეორეა. 5 ქულა აქვს ვალენსიას, იანგ ბოიზს - 1.

მომდევნო ტურში იუვენტუსი ვალენსიას უმასპინძლებს, მანჩესტერ იუნაიტედი კი "ოლდ ტრაფორდზე" იანგ ბოიზს მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები