Thumbnail

ფლოიდ მეივეზერმა ტენშინ ნასუკავასთან ბრძოლა გააუქმა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ამერიკელი ამბობს, რომ არც არასოდეს დათანხმებულა...
  • 'მასზე ადრე არასოდეს მესმენია, იაპონიაში გავიცანი...' ამბობს ფლოიდი

6 ნოემბერს, მედიამ ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის - ფლოიდ მეივეზერის და 20 წლის იაპონელის - ტენშინ ნასუკავას ბრძოლა დეკემბერში დაანონსა. მალევე, მედიის ამბავს, ფლოიდმა საკუთარი სოციალური ქსელის არხების მეშვეობით უპასუხა.

"პირველრიგში, მინდა იცოდეთ, რომ მე, ფლოიდ მეივეზერს ტენშინ ნასუკავასთან ბრძოლა არასოდეს დამიგეგმავს. სიმართლე გითხრათ, იაპონიაში გამგზავრებამდე, მის შესახებ არც არასოდეს მესმენია" ამბობს მეივეზერი.

"მე მთხოვეს, 9 წუთიანი გამოსვლა - 3 რაუნდით, რომელსაც მდიდარი ხალხი დაესწრებოდა. ბევრ ფულს იხდიდნენ, ამას არანაირი კავშირი არ ააქვს არც პროფესიულ კრივთან და ბრძოლა არც ტელევიზიით გადაიცემოდა სადმე."

"პრესკონფერენციაზე როდესაც მივედით, ეს ღონისძიება პროფესიულ მატჩად მონათლეს და სიმართლე გითხრათ, იმ ფანებისთვის, რომლებიც იქ მთელი მსოფლიოდან იყვნენ ჩამოსული, არ მინდოდა ხასიათი გამეფუჭებინა, ამიტომ ადგილზე არაფერი განვაცხადე. მე კრივიდან წავედი, ბევრი ფული მაქვს, ხანდახან ლაპარაკით ვერთობი და პატარა ღონისძიებებზეც არ ვამბობ უარს... ეს არის და ეს."

კომენტარები

ბოლო ამბები