Thumbnail
  • ლებრონ ჯეიმსი მინესოტასთან ბოლო წამებზე შეცდა
  • ბრწყინვალე დერიკ როუზმა ლეიკერსის დამარცხების შანსი ვერ გამოიყენა

ტორონტოსთან მარცხის შემდეგ, ლეიკერსმა დაძაბული მატჩის მოგება მოახერხა - ლოს ანჯელესელებმა მინესოტა 114:110 დაამარცხეს. ლებრონ ჯეიმსს სამმაგ დუბლამდე ერთადერთი პასი დააკლდა - მან 24 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი დააგროვა.

გადამწყვეტ წამებში ჯეიმსმა ორი 3-ქულიანი ვერ ჩააგდო, რის გამოც მინესოტას თამაშის გადარჩენის შანსი მიეცა, მაგრამ  დერიკ როუზმა, რომელმაც მთელი შეხვედრის განმავლობაში შესანიშნავად ითამაშა (31 ქულა), იმ დროს, როცა ანგარიში 110:112 იყო, სამქულიანი ვერ ჩააგდო, რასაც ჯოშ ჰარტის ზუსტი საჯარიმოები მოჰყვა და მატჩის ბედიც საბოლოოდ გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ როუზს მანამდე რვიდან შვიდი 3-ქულიანი ჰქონდა ჩაგდებული!

ლეიკერსის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ახალწვეულმა ტაისონ ჩენდლერმა, რომელმაც დასკვნით ფაზაში რამდენიმე მოხსნით იზრუნა იმაზე, რომ ბურთი ლოს ანჯელესელებს უფრო დიდხანს ჰქონოდათ. ჯამში მან 9 მოხსნა დააგროვა.

კომენტარები

ბოლო ამბები