Thumbnail
  • ევროპალიგაზე მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართება
  • მილანი 'ბენიტო ვილამარინზე' ბეტისთან რევანშის აღებას ეცდება
  • ხუთი საინტერესო მატჩი, რომლებსაც მე-4 ტურში იხილავთ

დღეს ევროპალიგაზე მე-4 ტურის მატჩები გაიმართება. დიდ ინტერესს იწვევს 'ბენიტო ვილამარინზე' ბეტისისა და მილანის დაპირისპირება. სევილიელებმა მილანში 2:1 მოიგეს და 'როსონერისგან' მძიმე ბრძოლას ელიან. ჯენარო გატუზოს გუნდი ესპანეთში რევანშის ასაღებად ჩადის.

შარშანდელი ფინალისტი მარსელი ლაციოს 'სტადიო ოლიმპიკოზე' შეხვდება. ლონდონის არსენალი საკუთარ მოედანზე სპორტინგს უმასპინძლებს. გლაზგოს სელტიკს ლაიპციგი ესტუმრება, ხოლო ლევერკუზენი ციურიხს მიიღებს.

⚽ ბეტისი V მილანი ⌚ 00:00 📺 SILK SPORT HD3

რომანიოლიმ მილანს ბოლო ორ ტურში 6 ქულა მოუტანა.

სერია A-ში მოპოვებული ორი დრამატული გამარჯვებების შემდეგ, ჯენარო გატუზოს გუნდი სევილიაში, 'ბენიტო ვილამარინზე' ჩავა და ბეტისს შეხვდება. პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ, 'როსონერის' ფეხბურთელებს რევანში სურთ.

ბეტისი ლა ლიგაში დამაჯერებლად ვერ გამოიყურება. სევილიელები მე-11 ტურში სელტას 2:0-ს უგებდნენ, რის შემდეგაც 3 გოლი გაუშვეს, კიკე სეტიენის გუნდი მარცხისგან სერხიო კანალესმა იხსნა.

მიუხედავად იმისა, რომ ბეტისი F ჯგუფს ლიდერობს, კლუბი ესპანეთის ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა. გუნდის წამყვანი მოთამაშე არგენტინელი ჯოვანი ლო სელსოა, რომელიც მოედნის ცენტრში კარგად ალაგებს თამაშს და გუნდს ბურთზე კონტროლის დაწესებაში ეხმარება. ლო სელსომ მიმდინარე სეზონში უკვე ორჯერ შეძლო გატანა. ორივე გოლი კარგი იყო, მაგრამ დუდელანჟის კარში გატანილს 'სან სიროზე' გატანილი გოლი ნამდვილად სჯობდა.

ლო სელსოს ულამაზესი გოლი მილანის კარში

ლო სელსოს ულამაზესი გოლი მილანის კარში

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი, 2018

რაც შეეხება მილანს: 16-მატჩიანი ლოდინის შემდეგ, იტალიურმა კლუბმა კარის მშრალად შენახვა მოახერხა - უდინეზესთან მოგებულ მატჩში "როსონერიმ" გოლი არ გაუშვა. გუნდის კაპიტანი ალესიო რომანიოლი საოცარ ფორმაშია - ზედიზედ ორ მატჩში მილანს 6 ქულა მოუტანა (ჯენოასთან და უდინეზესთან).

ევროპალიგაზე ბეტისთან წინა ტურში გამართულ შეხვედრაში, პატრიკ კურტონემ ამ ტურნირზე თავისი მე-9 გოლი გაიტანა და ესპანეთში ამ რიცხვის დამრგვალებას ეცდება.

⚽ ლაციო V მარსელი ⌚ 22:00 📺 SILK UNIVERSAL

წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი

შარშანდელი სეზონის ფინალისტმა მარსელმა ლაციოსთან საკუთარ მოედანზე 3:1 წააგო. რუდი გარსიას გუნდი 'სტადიო ოლიმპიკოზე' მოსაგებად ჩადის, რათა ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვოს. მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, ლაციო ფრანგებთან ხუთქულიან უპირატესობას შეინარჩუნებს და მარსელის შანსი კიდევ უფრო შემცირდება.

რომაელები კარგ ფორმაში არიან. ჩემპიონატში სპალ 4:1 გაანადგურეს, ჩირო იმობილემ ორი გოლის გატანა მოახერხა. წინა სეზონის მსგავსად, ჩირო ევროპალიგაზე წელსაც იბრძვის ბომბარდირობისთვის.

მარსელმა ჩემპიონატში ზედიზედ ორი მატჩი წააგო - პარი სენ ჟერმენთან და მონპელიესთან. გუნდის ბომბარდირი ტოვენია, რომელსაც ლიგა 1-ში 7 გოლი აქვს გატანილი.

⚽ არსენალი V სპორტინგი ⌚ 00:00 📺 SILK SPORT HD3

ობამეიანგი არსენალის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ლონდონელები იმ გუნდების სიაში არიან, რომლებსაც ევროპალიგაზე ასპროცენტიანი შედეგი აქვთ. არსენალმა ლისაბონში სპორტინგს ისე მოუგო, რომ მეტოქეს კარში ზუსტად დარტყმის საშუალებაც არ მისცა. უნაი ემერის ძალიან უყვარს ეს ტურნირი და არსენალთან ერთად პირველი ტიტულის მოგებას სწორედ ევროპალიგაზე ეცდება.

სპორტინგმა ბოლო მატჩებში აურია. ჩემპიონატში პორტიმონენსესთან წააგო და ლიდერობა დათმო, ხოლო თასზე ეშტორილთან დამარცხდა. პორტუგალიელთა მთავარ მწვრთნელ ჟოზე პესეიროს ინგლისურ კლუბებთან კარგი მოგონებები აკავშირებს. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 2005 წელს ნიუკასლი და მიდლსბრო დაამარცხა, რის შემდეგაც უეფას თასის ფინალშიც იასპარეზა.

კიდევ ორი მატჩი, რომელზეც ყურადღების გამახვილება ღირს - ლევერკუზენი ციურიხი და სელტიკი ლაიპციგია.

ლევერკუზენი V ციურიხი

'ფარმაცევტები' გერმანიაში ციურიხს მიიღებენ და ეცდებიან, რომ ამ გუნდის გამარჯვებათა სერია დაასრულონ. შვეიცარიელები პირველ მატჩს იგებდნენ, როდესაც კაი ჰავერტცმა ორი საგოლე პასი გაუკეთა ქარიმ ბელარაბის. მიუხედავად ამისა, ციურიხმა მაინც მოიგო და 3 მატჩში 3 გამარჯვება აქვს. ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. 'ბაი არენაზე' სანახაობრივ და კარგ თამაშს უნდა ველოდოთ.

სელტიკი V ლაიპციგი

გლაზგოელები ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებენ. მათ 'სელტიკ პარკზე' მხოლოდ მოგება სჭირდებათ. ლაიპციგი კი მშვენიერი სიტუაციაშია. გერმანელები შოტლანდიელებთან თავის სტილში, კონტრშეტევებზე ითამაშებენ და ეცდებიან, რომ პლეი ოფის საგზური ამ ტურშივე გაინაღდონ.

შიდა ასპარეზზე ორივე გუნდი ნორმალურად გამოდის. ლაიპციგი მე-4 ადგილს იკავებს, ხოლო სელტიკი მეორე ადგილზე და ჰართსს ერთი ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები