Thumbnail
  • ცსკა 1:2 რომა 
  • ვალენსია 3:1 იანგ ბოისი

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის ოთხშაბათის მატჩებიდან ორი ადრე დასრულდა - G ჯგუფში რომამ მოსკოვში 2:1 მოუგო 10-კაციან ცსკა-ს, ხოლო H ჯგუფში ვალენსიამ "მესტალიაზე" დაამარცხა იანგ ბოისი.

მოსკოვში ანგარიში უკვე მე-4 წუთზე გაიხსნა, როცა პელეგრინის კუთხურს თავური კოსტას მანოლასმა დაუხვედრა და რომა დააწინაურა. 50-ე წუთზე ცსკა-ს ისლანდიელმა ლეგიონერმა არნორ სიგურდსონმა გაათანაბრა. ცსკა მეორე ისლანდიელმა დააღალატა - ჰიორდურ მაგნუსონმა მეტოქე საჯარიმოსთან მოცელა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. რომას ფეხბურთელებმა 59-ე წუთზე სწორედ ეს საჯარიმო გაათამაშეს და ლორენცო პელეგრინიმ გამარჯვების გოლი გაიტანა. 

ვალენსიამ შვეიცარიულ კლუბს სამი გოლი გაუტანა

რომას G ჯგუფში 9 ქულა აქვს, ხოლო ცსკას - 4. ამავე ჯგუფში პლზენი რეალს მასპინძლობს. ვალენსიას H ჯგუფში 5 ქულა აქვს, ხოლო იანგ ბოისს - 1. ამავე ჯგუფში იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედს მასპინძლობს.

ცსკა 1:2 რომა 

გოლები: 0:1 მანოლასი (4), 1:1 სიგურდსონი (50), 1:2 პელეგრინი (59)

ცსკა (4-3-2-1): აკინფეევი - ფერნანდეში (12. შენნიკოვი), ბაკაო, მაგნუსონი, ნაბაბკინი - ახმეტოვი (76. ხოსონოვი), ბიოლი, ობლიაკოვი - ჩალოვი

რომა (4-2-3-1): ოლსენი - სანტონი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - ნ'ზონზი, კრისტანტე - ფლორენცი (88. ჟეზუში), პელეგრინი (82. ძანიოლო), კლუივერტი (70. იუნდერი) - ჯეკო
გაძევება: მაგნუსონი (56)

ვალენსია 3:1 იანგ ბოისი

გოლები: 1:0 ს. მინა (14), 1:1 ასალე (37), 2:1 ს. მინა (42), 3:1 სოლერი (56)

გაძევება: სანოგო (77. იანგ ბოისი)

კომენტარები

ბოლო ამბები