Thumbnail
  • მილტონ ჰეიგმა იტალიასთან მატჩისთვის მოთამაშეები დაასახელა
  • გაფართოებულ შემადგენლობაში 28 მორაგბე მოხვდა

მილტონ ჰეიგმა 10 ნოემბერს იტალიასთან გასამართი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ჰეიგმა ამ მატჩისთვის 34-დან 28 მორაგბეს უხმო - 16 მორკინალსა და 12 უკანახაზელს.

10 ნოემბრის მატჩისთვის სამი დებიუტანტი ემზადება: ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და ბექა გიგაშვილი, ასევე მგეზავი თედო აბჟანდაძე. ბორჯღალოსნების კვართით 5 წლის წინ, ერთადერთხელ უთამაშია შუამარბ ზურაბ ძნელაძეს, რომელიც მას შემდეგ გაფართოებულ შემადგენლობაში პირველად მოხვდა.

მილტონ ჰეიგი დებიუტანტებზე: 'ეს ბიჭები საკმაოდ კარგი მოთამაშეები არიან: გურამ გოგიჩაშვილი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს ‘რასინგში’; ბექა გიგაშვილი, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში ვაკვირდებოდით ‘გრენობლში’, სადაც ის დავით ქუბრიაშვილთან ერთად თამაშობს და მისგან ბევრს სწავლობს. მას ორივე ბურჯის პოზიციაზე შეუძლია თამაში და შარშან ‘გრენობლში’ კვაჭის პოზიციაზე 5 თამაშის ჩატარებაც მოუწია. ამ ბიჭებს შანსი საკმაოდ რთულ ფაზაში ეძლევათ და თუ ისინი შეძლებენ კარგად თამაშს, რაშიც დარწმუნებული ვარ, მაშინ ნებისმიერ სერიაში კარგად ითამაშებენ.

თედო აბჟანდაძეს ყველა კარგად იცნობს. ჩვენ მას 18 თვის განმავლობაში ვაკვირდებით, ჯერ მხოლოდ 20-წლამდელია და მიმაჩნია, რომ ძალიან ნიჭიერი მორაგბეა - ერთ-ერთი ბუნებრივად ყველაზე ნიჭიერი მორაგბე, რომლის წვრთნის პატივიც საქართველოში მქონია.

ასევე გვყავს „ტურბო“ (ზურაბ ძნელაძე), რომელიც კარგა ხანია არ ყოფილა ნაკრებში. ის საკმაოდ ფიზიკურია და ბუნებრივად აქვს ოფლოუდების გაკეთების ნიჭი. მასში კიდევ ის მოგვწონს, რომ შეუძლია როგორც ცენტრში, ასევე ფრთაზე და 15-ზე თამაში'.

გაფართოებული შემადგენლობა იტალიისთვის

 

კომენტარები

ბოლო ამბები