Thumbnail

'სწორედ ასეთ თამაშს ვნატრობდი' - მამუკელაშვილის გუნდმა რეგულარული მოგებით დაიწყო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სანდრო მამუკელაშვილის 7 ქულა და 5 მოხსნა
  • სანდროს ეფექტური თამაში ფარზე

სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა რეგულარული სეზონი გამარჯვებით დაიწყო - "უოლშ გიმნაზიუმში" სეტონ ჰოლმა ვაგნერს 40 ქულის სხვაობით მოუგო - 89:49.

სანდრო მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო, მან 24 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა, 2-2 დაფარება და პასი მიითვალა. საუკეთესო მაილს პაუელსი იყო 30 ქულით. 24 წუთზე მეტი სტარტერებმა იმიტომ არ ითამაშეს, რომ ამ შეხვედრის ბედი მალევე გადაწყდა. 

მატჩის შემდეგ სანდრომ, რომელმაც NCAA-ში პირველად ითამაშა სასტარტო ხუთეულში, კომენტარი გააკეთა: "ეს იყო ბრწყინვალე სტარტი. იმ ეპიზოდში ქვინსისთან ერთად კარგი კომბინაცია გამოგვივიდა, რომელიც მწვრთნელმა ვარჯიშებზე დაგვიგეგმა. 

სანდროს შესახებ კომპლიმენტი არ დაიშურა მატჩის საუკეთესო მოთამაშე მაილს პაუელმა: "სანდრომ ნელნელა ირწმუნა, რომ ბევრი შეუძლია, როცა ის ბოლომდე თვითდაჯერებული გახდება თამაშში, ვერც კი წარმომიდგენია, რა სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიოს მან".

საპასუხო კომპლიმენტი არც სანდროს დაუშურებია: "მას შეუძლია სამქულიანების ჩაგდება, მას შეუძლია კარგი პასის გაკეთება. მოედანზე ყველა ხედავს, რა შეუძლია პაუელს, მის გარეთ კი ის დიდგულა ძალიან კარგი ბიჭია".

app.com: სანდრომ დაამტკიცა, რატომ უნდა იყოს სტარტერი

მამუკელაშვილმა ოფიციალურ მატჩში 5-ეულში პირველად ითამაშა

app.com-მა სეტონ ჰილის პირველი თამაში შეაფასა და გუნდის კარგის ხუთი მიზეზი ჩამოთვალა და მათ შორის მეორე სანდროს ფაქტორია:

"მან ძალიან კარგად ითამაშა მძიმე ფორვარდის პოზიციაზე. 24 წუთში 7 ქულა და 5 მოხსნა მოასწრო, ასევე 2 ბლოკი და 2 პასი. სანდროს ერთხელაც არ დაუკარგია ბურთი და +32 ჰქონდა, თამაშში საუკეთესო. ის ერთნაირად კარგი იყო დაცვაში და შეტევაში.

"ამას დიდხანს ველოდი, ყოველთვის მინდოდა ასე მეთამაშა", - ამბობს ქართველი კალათბურთელი:

"მთელი გულით და სულით ვითამაშე, მართლაც ბევრი ვიშრომე. დღეს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თანაგუნდელებს ყოველთვის საჭირო მომენტში ვეხმარებოდი".

სეზონის პირველი 2 ქულა სანდრომ ჩააგდო

კომენტარები

ბოლო ამბები