Thumbnail
  • 4 ოქროს ბურთის მფლობელი
  • მადრიდის რეალის 2005 წლის რეკორდი...

60-იანებში დენ უორდლის ყოველწილურმა საფეხბურთო მიმოხილვამ, გამოაქვეყნა წერილი, სადაც საუბარი მნაჩესტერ იუნაიედის ლეგენდარულ ტრიოზე იყო - ბესტი, ჩარლტონი, ლოუ. სამივე მოთამაშეს ერთი რამ აერთიანებთ - ოქროს ბურთი...

შოტლანდიელმა ლოუმ, ოქროს ბურთი 1964 წელს მოიგო, ჩარლტონმა 1966-ში, ხოლო ჯორჯ ბესტი ევროპის საუკეთსო - 1968 წელს გახდა. მაგრამ რომელ გუნდს ჰყავდა მას შემდეგ ყველაზე მეტი ოქროს ბურთის მფლობელი ერთად, ერთ გუნდში? პასუხი ალბათ არ გაგიკვირდებათ - მადრიდის რეალს!

ეს პერიოდი კი სამეფო კლუბის ისტორიაში ცნობილ 'გალაქტიკოს' წლებს უკავშირდება, როდესაც რეალმა ყველა იყიდა, მაგრამ დიდი ვერაფერი მოიგო. ოქროს ბურთის მფლობელთა რაოდენობამ პიკს 2004 წელს მიაღწია, როდესაც მაიკლ ოუენი (ოქროს ბურთის მფლობელი 2001 წელს) რეალს შეუერთდა.

ინგლისელ ფორვარდს, ბერნაბეუზე ზინედინ ზიდანი, რონალდო და ლუიშ ფიგუ დახვდნენ. ოთხეული ერთად მინდორზე, პირველად 2005 წლის თებერვალში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში - იუვენტუსის წინააღმდეგ გამოჩნდა. იუვეს პაველ ნედვედის ჩათვლით, მაშინ მოედანზე 5 ოქროს ბურთის მფლობელი იდგა, ასევე ფაბიო კანავარო, რომელმაც ეს ჯილდო ერთი წლის შემდეგ მოიგო.

დასამახსოვრებელია არიგო საკის მილანიც, რომელსაც 1992-93 წლების სეზონის გუნდში - რუდ გულიტი (1987), მარკო ვან ბასტენი (1988, 1989, 1992) და ჟან პიერ-პაპინი (1991) ჰყავდა. როსონერიმ, იგივე 2008-09 წლებშიც გაიმეორა, როდესაც გუნდში ერთად ანდრე შევჩენკო (2004), კაკა (2007) და რონალდინიო (2005) თამაშობდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები