Thumbnail
  • ქართული სარაგბო გუნდი იტალიურ მედიაში გავრცელებულ სიახლეებს გამოეხმაურა
  • იუნკერების პასუხი: 'ჩვენ თქვენთან ერთად თამაში გვინდა'

იტალიურ მედიაში რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს და იტალიის მორაგბეთა ნაკრებების მომავალ მატჩს მორაგბეები და ჟურნალისტები გამოეხმაურნენ. ქართველი გულშემატკივრების ყურადღება განსაკუთრებით Corriere-მ და Maximitalia-მ მიიქციეს.

ამ სტატიებს ქართული სარაგბო კლუბი იუნკერები გამოეხმაურა, კლუბის მწვრთნელმა გიორგი ნოზაძემ მიმართვა იტალიურ ენაზე ჩაწერა.

მიმართვის ტექსტი - რატომ არ უნდა გვქონდეს ამბიცია? ასაკობრივ ნაკრებში გამარცხებთ! რატომ გინდათ, რომ დაგვადუმოთ? ჩვენ არ გვინდა თქვენ ნაცვლად მონაწილეობა, ჩვენ გვინდა თქვენთან ერთად თამაში.

იუნკერები პირველ ლიგაში თამაშობენ და დიდ 10-ში გადმოსვლისთვის იბრძვიან.

გიორგი ნოზაძე (საქართველოს რაგბის აკადემიისა და იუნკერების მწვრთნელი): იდეა გაჩნდა, რომ გუნდს მიმართვა ჩაეწერა. დიდი ხანია ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი მიმდინარეობს - ამბობენ, რომ საქართველომ ექვს ერში იტალია უნდა ჩაანაცვლოს, პირიქით, ჩვენ მათთან ერთად გვინდა მონაწილეობა.

აგრესია არ უნდა გაჩნდეს არც იტალიელების მხრიდან ქართველებისადმი და არც ქართველების მხრიდან იტალიელებისადმი, მაგრამ გასაკვირია, რომ იტალიელებს უკვირთ, თუ რატომ გვაქვს მათთან ერთად თამაშის ამბიცია.

რეიტინგი იქნება ეს თუ ასაკობრივი ტურნირი, ჩვენ არაფერს ვუთმობთ. მართალია, ამ ეტაპისთვის მათთან რაგბით დაკავებული (ბავშვი, დიდი) უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში, ინფრასტრუქტურა უფრო გამართული აქვთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დაგვადუმონ.

ევროპულ რაგბის გაფართოება სჭირდება. ფეხბურთი ამის კარგი მაგალითია, როგორ ავითარებენ ერთმანეთს მეორეხარისხოვანი ნაკრებები და როგორი რთულია ძლიერი ნაკრებებისთვის მათთან თამაში.

🇬🇪 vs 🇮🇹 There is no justification to not having ambition We have defeated you in age division We do not want to take part instead of you, we want to take part together with you! რატომ არ უნდა გვქონდეს ამბიცია? ასკობრივ ნაკრებში გამარცხებთ! რატომ გინდათ რომ დაგვადუმოთ? ჩვენ არ გვინდა თქვენს ნაცვლად მონაწილეობა, ჩვენ გვინდა თქვენთან ერთად მონაწილეობა. Perché non dobbiamo avere l’ambizione? Vi abbiamo combattuto in ogni gruppo di età perché volete farci essere taciti? Noi non vogliamo partecipare al posto vostro ma vogliamo insieme con voi! #ITAvGEO #federazioneitalianarugby #Italrugby #azzuri #corriere #ვერდაგვადუმებთ #ბორჯღალოსნებისთვის #იუნკერები https://www.corriere.it/sport/18_novembre_03/rugby-italia-travolta-test-l-irlanda-54-7-ora-georgia-poi-mostri-australia-nuova-zelanda-907841a6-df95-11e8-8b9f-4c483395dbc7.shtml https://www.rugbypass.com/news/thats-rubbish-conor-oshea-braced-for-the-usual-tripe-about-georgia-entering-the-six-nations/

Posted by რაგბის კლუბი იუნკერები/ R.C. Jankers on სამშაბათი, 06 ნოემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები