Thumbnail
  • ინტერის ფორვარდის ცოლმა და აგენტმა ვანდა ნარამ მაურო კრიშტიანოს შეადარა
  • ნარამ მაურო იკარდისა და ლიონელ მესის ურთიერთობაზეც ილაპარაკა

მილანის ინტერის თავდამსხმელის მაურო იკარდის ცოლმა და ამავდროულად აგენტმა ვანდა ნარამ მეუღლე ტურინის იუვენტუსის ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს შეადარა. 

მიმდინარე სეზონში 25 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა იტალიის ჩემპიონატის 8 შეხვედრაში ითამაშა და 6 გოლი გაიტანა. 33 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავის ანგარიშზე კი, რომელიც იუვენტუსში გასულ ზაფხულს გადავიდა, სერია A-ს 11 მატჩში 7 გოლია.

მაურო იკარდი ინტერის ღირსებას 2013 წლიდან იცავს

"მაურომ ლამის იმდენივე გაიტანა, რამდენიც რონალდომ, თუმცა იტალიის ჩემპიონატში სამი შეხვედრა გამოტოვა. ერთი მანახა, როგორ იჯდება მშვიდად სათადარიგოთა სკამზე რონალდო,  როდესაც მისი გუნდი ხუთ გოლს გაიტანს, თავად კი ეცოდინება, რომ აქედან სამის გატანას შეძლებდა, როგორც ეს იკარდის შემთხვევაში იყო ჯენოასთან", - თქვა ნარამ ტელეგადაცემა Tiki Taka-ში. 

ნარამ მანამდე იკარდისა და ბარსელონას ვარსკვლავის ლიონელ მესის ურთიერთობაზეც ილაპარაკა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არგენტინელებს ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა აქვთ. 

იკარდის მესისთან ერთად 2018 წლის მუნდიალზე თამაშის საშუალება არ მიეცა 

იკარდი კატალონიური კლუბის ახალგაზრდულ გუნდში 2008-2011 წლებში გამოდიოდა. მანამდე გავრცელდა ჭორი, რომ მესი, თანამემამულესთან კონფლიქტის გამო, არგენტინის ნაკრებში მაუროს გამოძახების წინააღმდეგი იყო.

"ისინი ერთად გაიზარდნენ, ერთ კლუბში თამაშობდნენ. მაუროს მესისთან ბრწყინვალე მოგონებები აკავშირებს. ლიონელი და მაურო დღემდე მეგობრობენ. როდესაც ბარსელონაში ჩავდივართ, ძველი მეგობრების მონახულების შესაძლებლობას ხელიდან არ ვუშვებთ", - თქვა ნარამ.

ვანდა ნარა არამხოლოდ ოჯახურ, ფეხბურთელის კარიერულ საკითხებსაც განაგებს

 

კომენტარები

ბოლო ამბები