Thumbnail

ჩემი საქციელი სამაგალითო არ იყო - ლუკა ზარანდიას ბოდიში და სიმბოლური

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლუკა ზარანდია მე-14 ტურის სიმბოლურში მოხვდა
  • ქართველი ფეხბურთელის ბოდიში ფანებს აგრესიული საქციელისთვის
სიმბოლური ნაკრები

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-14 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთი ქართველი ლეგიონერია - არკას შემტევი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა პოგონთან საშინაო მატჩში (2:3) გოლი გაიტანა.

22 წლის ზარანდიას კარგი სეზონი აქვს - 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. არკა 17 ქულით მე-9 ადგილზეა. 

ლუკა ზარანდია ტურის სიმბოლურ ნაკრებში ამ სეზონში უკვე სამჯერ მოხვდა. 

სხვათა შორის, იმავე თამაშში აგრესიული მოქცევისთვის (ტაიმის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო) ქართველ ფეხბურთელს ბოდიშის მოხდაც მოუწია.

რა დააშავა ქართველმა ლეგიონერმა, არკასა და პოგონის ფეხბურთელების შეხლა-შემოხლისას მან ყელში წაუჭირა ხელები პოგონის კაპიტანს. 

"ბოდიშს ვუხდი გუნდს, რადგან დისკვალიფიკაციის გამო, ლეგნიცაში ვერ დავეხმარები. ტრიბუნებზე ბავშვები ისხდნენ, მე კი მათ ცუდი მაგალითი მივეცი.

ბოდიში ფანებს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აგრესია იყო საპასუხო პოგონის ფეხბურთელების ქცევაზე.

მატჩის შემდეგ

ზარანდიას ინციდენტი

ბოდიში უნდა მოვიხადო ბურთის დაკარგვისთვისაც, რის გამოც მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა". აღსანიშნავია, რომ პოგონში თამაშობს ლაშა დვალი, რომელიც ასევე სასტარტო შემადგენლობაში იყო. ლაშა ტურის სიმბოლურიში წინა, მე-13 ტურში მოხვდა.

არკა V პოგონი

კომენტარები

ბოლო ამბები