Thumbnail
  • თელავი 0:1 ტორპედო
  • გაგრა 0:0 დ.დ. 1:0 დინამო თბ.
  • ფინალი: ტორპედო v გაგრა

თელავსა და თბილისში საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ თასის ფინალში ქუთაისის ტორპედო და გაგრა დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შესაბამისად, კიდევ ერთი ქართული დერბი არ შედგება. 

თელავი ისტორიაში პირველად გავიდა საქართველოს თასის ნახევარფინალურ ეტაპზე და საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა. ფინალური საგზურის ბედს ერთი მატჩი არკვევდა და ეს საგზური საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მოიპოვა. ტორპედომ ერთადერთი და გამარჯვების გოლი მე-10 წუთზე გაიტანა. კუთხურის შემდეგ, თავური დარტყმით ალექსანდრ აზაცკიმ გახსნა ანგარიში და გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. ტორპედო მეათედ გავიდა საქართველოს თასის ფინალში.

ალექსანდრ აზაცკის გოლი თელავის კარში

გოლი, რომელმაც ფინალში გაგვიყვანა

ოლექსანდრ აზაცკის გოლი "თელავის" კარში. ⚽

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on ოთხშაბათი, 07 ნოემბერი, 2018

სენსაცია მოხდა მეორე შეხვედრაში, სადაც ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი გაგრა ყველაზე ტიტულოვან ქართულ გუნდს, თბილისის დინამოს დაუპირისპირდა. მატჩი თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 90 წუთი უგოლოდ დასრულდა, დამატებითი პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი გაგრამ გამარჯვების გოლი გაიტანა. კუთხურის შემდეგ, თავური დარტყმით ვაჟა მათიაშვილი გამოირჩა. 

2011 წელს გაგრას მოგებული აქვს საქართველოს თასი. მაშინ, აფხაზურმა გუნდმა გზად თბილისის დინამო ჩამოიცილა და ფინალში ქუთაისის ტორპედო დაამარცხა. გაგრა ამჯერადაც ტორპედოს დაუპირისპირდება გადამწყვეტ შეხვედრაში.

ფოტო: თბილისის დინამოს FB გვერდიდან 

კომენტარები

ბოლო ამბები