Thumbnail

ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი სტარტს 9 ნოემბერს აიღებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ფუტსალის ლიგაში რვა გუნდი იასპარეზებს
  • სიახლე: გაიმართება ფუტსალი ლიგა 2-ის გათამაშება 

სასტუმრო სტამბაში საქართველოს ფუტსალის ლიგის და ფუტსალის ლიგა 2-ის 2018/19 წლების სეზონის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა. ფუტსალის ლიგის რიგით მეოთხე გათამაშება სტარტს 9 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს. წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფში თამაშის უფლებას საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. 1/2 ფინალურ და ფინალურ დაპირისპირებებში გამარჯვებული სამი მოგების შედეგად გამოვლინდება. მეშვიდე-მერვე ადგილზე გასული გუნდები კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. ახალ სეზონზე გაზრდილია საპრიზო ფონდიც.

პირველად ქართული ფუტსალის ისტორიაში, რანგით მეორე ლიგა:  ფუტსალის ლიგა 2 აღებს სტარტს. სადებიუტო ლიგაში პირველ წელს 6 გუნდი იასპარეზებს. ორი წრის შემდეგ, გამოვლინდება საუკეთესო ოთხეული, რომელიც პლეი-ოფში განაგრძობს თამაშს, სადაც ფინალისტების ვინაობა ორი მატჩის შედეგად გაირკვევა. ლიგის გამარჯვებულს და ფუტსალის ლიგის საგზურის მფლობელს ერთ-მატჩიანი ფინალური დაპირისპირება გადაწყვეტს. პირველი ტურის შეხვედრები 11 და 18 ნოემბერს გაიმართება. 2018-2019 წლების სეზონის კიდევ ერთი სიახლე ფუტსალის ლიგის თასს უკავშირდება. გაზაფხულიდან,  ფუტსალის  ლიგის და ფუტსალის ლიგა 2-ის  გუნდები ლიგის  თასის  გათამაშებაში  ჩაერთვებიან. ფინალისტი და თასის მფლობელი ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.

საქართველოს ფუტსალის ლიგის წილისყრა

ფოტოები: GFF.GE

კომენტარები

ბოლო ამბები