Thumbnail
  • ბრიტანული მედია ვარაუდობს, რომ ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი ბარსელონაში იანვარში შედგება.
  • ბრაზილიელს ოფიციალურად ტრავმა აქვს, "მარკა" ამტკიცებს, რომ ის გაიფიცა.
  • კოუტინიოს მისვლა ბარსელონაში ანდრეს ინიესტას ეპოქის დასასრულია?

2018 წელი ლივერპულმა ფილიპე კოუტინიოს გარეშე დაიწყო. ახლახან გამოცხადდა, რომ ბრაზილიელი ბარძაყის ტრავმის გამო არც ევერტონთან სათასო მატჩში იქნება.

ფეხბურთელი ლივერპულის ბაზას ტოვებს

ეს კი კიდევ ერთი ბიძგი გამოდგა კოუტინიოს სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით ახალი ხმების ასაგორებლად.

ნაიკის შეცდომა თუ?..

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც ბრიტანული და ესპანური სხვადასხვა მედია-საშუალებები ავრცელებენ, კოუტინიოს ტრანსფერი ბარსელონაში თითქმის გადაწყვეტილია. ის კი არა, თითქოს, ბრაზილიელმა უკვე აირჩია ნომერი კატალონიურ კლუბში, სადაც მე-7 ნომრით ითამაშებს.

"მირორმა" კოუტინიოს ახალი "მაისურა" გამოაქვეყნა

Sky Sports-ის მიხედვით, ლივერპული დათანხმდა კოუტინიოს ტრანსფერზე მოლაპარაკების დაწყებას და ეს ტრანსფერი იანვარშივე შედგება.

Nike-მა შეცდომით კოუტინიოს ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა, მაისურის გასაყიდი სარეკლამო ტექსტით, თუმცა მალევე აიღო ეს ინფორმაცია საიტიდან.

"მარკა" ამტკიცებს, რომ 25 წლის ფეხბურთელი განზრახ არ თამაშობს, რომ ლივერპულის ხელმძღვანელობას გაყიდვა აიძულოს.

"დეილი მეილი" წერს, რომ თუ ბარსა დათანხმდება 133 მილიონ ფუნტად შეძენას, ყოველგვარი წინაპირობისა და ბონუსების გარეშე, იანვარში ეს სუპერტრანსფერი შედგება.

იმავე წყაროს მტკიცებით, ამ ტრანსფერის განხორციელების შემდეგ ბარსელონაში ანდრეს ინიესტას კარიერა დასასრულს მიუახლოვდება, მიუხედავად იმისა, რომ მან ახლახან კარიერის ბოლომდე გააფორმა კლუბთან კონტრაქტი. 

კომენტარები

ბოლო ამბები