Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | რევაზ დავითაძის ბრინჯაოს მედალი და 2 მსოფლიო რეკორდი!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • რევაზ დავითაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
  • ქართველმა ძალოსანმა 2 მსოფლიო რეკორდი დაამყარა

აშხაბადში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა რევაზ დავითაძემ ატაცში 168 კგ. დაძლია, მეოთხე ადგილი დაიკავა და იუნიორთა შორის 89 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. დავითაძემ იუნიორთა რეკორდი 13 კილოგრამით გააუმჯობესა!

ასევე ბრწყინვალედ იასპარეზა დავითაძემ აკვრაშიც, 203 კილოგრამი დაძლია და მე-5 ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდის ჯამში 371 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამასთან ერთად, დავითაძემ კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

რევაზ დავითაძე

 

კომენტარები

ბოლო ამბები