Thumbnail
  • ანდერსონი ფედერერთან ჰიუიტის ჯგუფში
  • კუერტენის ჯგუფში ფავორიტი ჯოკოვიჩია

11-18 ნოემბერს ლონდონში წლის შემაჯამაბელი ტურნირი, ATP-ის ფინალი გაიმართება, რომელშიც სეზონის 8 საუკეთესო ჩოგბურთელი ითამაშებს. O2 არენაზე თამაშის უფლება ვინც მოიპოვა მათგან, რაფა ნადალი ვეღარ შეძლებს თამაშს, ესპანელი ჯონ ისნერმა ჩაანაცვლა. ტურნირის საპრიზო ფონდი კი 8 მილიონი ევროა.

ATP-ის ფინალი ისტორიაში 49-ედ იმართება, მოწინავე ჩოგბურთელები ორ ჯგუფად არიან გაყოფილი. ჯგუფებს კი ყოფილი ჩოგბურთელების, გუსტავო კუერტენისა და ლეიტონ ჰიუიტის სახელები ჰქვიათ. ბრაზილიელი და ავსტრალიელი ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტური ჩოგბურთელები იყვნენ ATP-ის ტურებზე.

► კუერტენის ჯგუფში ნოვაკ ჯოკოვიჩი, ალექსანდერ ზვერევი, მარინ ჩილიჩი და ჯონ ისნერი ითამაშებენ.

► ჰიუიტის ჯგუფში როჯერ ფედერერი, კევინ ანდერსონი, დომინიკ ტიმი და კეი ნიშიკორი ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები