Thumbnail

როცა წაგებული საუკეთესოა - ბითაძეს MVP-ის ტიტული არ მისცეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მარგი ქმედების კოეფიციენტით და ქულებით ბითაძე საუკეთესო იყო
  • eurohoops.net-მა ის ევროპაში გამოარჩია

ადრიატიკის ლიგამ (ABA) მე-6 ტურის MVP დაასახელა - ზადარის ლუკა ბოჟიჩი, რომელიც ზედიზედ მეორედ გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე. კრკასთან თამაშში, ბოჟიჩმა 18 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 33 ჰქონდა. ბოჟიჩზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ გოგა ბითაძეს ჰქონდა - 43.

სტატისტიკურად ბითაძე საუკეთესო იყო

ბითაძემ პარტიზანთან თამაშში, რომელიც მეგა ბიმაქსმა 7-ქულიანი სხვაობით წააგო - 28 ქულას 11 მოხსნა და 4 დაფარება დაუმატა. ადრიატიკის ლიგის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, არჩევანი ბოჟიჩზე იმიტომ გაკეთდა, რომ მის გუნდს წარმატებული ტური ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ბითაძე ახლახან ოქტომბრის თვის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს ადრიატიკის ლიგაში. 

ბითაძის 43 მარგი ქმედების კოეფიციენტი საუკეთესო იყო ტურში. ასევე საუკეთესო იყო მისი 28 ქულაც. 

ევროპაში საუკეთესო?

ბითაძის ეფექტური ჩატენვა

სამაგიეროდ, eurohoops.net-მა ბითაძის ასპარეზობა ევროპის შიდაპირველობებში გასულ უქმეებზე საუკეთესოდ აღიარა. 

"როდესაც შენი გუნდი იგებს, ინდივიდუალურ გაბრწყინებას მეტი ფასი აქვს, მაგრამ არის წაგებებიც, რომელთაც ვერ უგულველყოფ. მართალია, ადრიატიკის ლიგაში გოგა ბითაძე ამ თამაშისთვის ვერანაირ პრიზს ვერ მიიღებს, მაგრამ გოგას მარგი ქმედების კოეფიციენტი 43 ჰქონდა.

თამაშიდან ცენტრმა მხოლოდ ერთი სროლა ააცილა 11 ცდიდან და ისიც სამქულიანი. პარტიზანმა კი მოიგო, მაგრამ NBA-ისთვის გამზადებული ბითაძე მოედანზე საუკეთესო იყო", - წერს საიტი. 

მეტი ამ თემაზე

 

კომენტარები

ბოლო ამბები