Thumbnail

რევოლუციური ცვლილებები ფეხბურთის წესებში? ფიფაში მსჯელობა დაიწყეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფეხბურთში, შესაძლოა, რამდენიმე წესი შეიცვალოს
  • გაუქმდება პენალტის დროს დამატებაზე თამაში?
  • როგორ აპირებს ფიფა დროის გაყვანის წინააღმდეგ ბრძოლას

ფეხბურთში ახალი რევოლუცია მზადდება!

საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციის ბორდს (Ifab) თერთმეტმეტრიანის შესრულების დროს დამატების წესის გაუქმება სურს. წესის შეცვლის შემთხვევაში, თუკი ბურთი ძელს მოხვდება, ან მეკარე მოიგერიებს, ფეხბურთელებს დამატებაზე თამაშის უფლება აღარ ექნებათ. შესაბამისად, თამაშს მეკარე განაახლებს.

Ifab-ში ამ საკითხზე მსჯელობა დღეს მსაჯებთან, მწვრთნელებთან და ყოფილ ფეხბურთელებთან ერთად, ლონდონში დაიწყეს. 22 ნოემბერს გადაწყდება, შედგება თუ არა წესის ცვლილებაზე კენჭისყრა, რომელშიც Ifab-ის 8 წევრმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და რომელიც მარტში უნდა გაიმართოს. თუ საქმე კენჭისყრამდე მივიდა, წესის შესაცვლელად რვიდან ექვსი ხმა იქნება საჭირო.

რატომ აპირებენ პენალტის დარტყმისას დამატების გაუქმებას? ოფიციალური განმარტება ასეთია: ამით უნდა შეიზღუდოს ფეხბურთელების ნაადრევი შერბენა საჯარიმოში. გარდა ამისა, დაგეგმილია მსჯელობა სხვა წესებზეც. მაგალითად:

► ხელით თამაშის დროს, წესების დარღვევა შესაძლოა აღარ დაფიქსირდეს, თუ მოთამაშის მოძრაობა ბუნებრივი იყო.

► იმისათვის, რომ გუნდებმა დროის გაყვანის ხერხს აღარ მიმართონ, ფეხბურთელმა შეცვლის დროს, მოედანი აუტის მისთვის უახლოეს ხაზთან, დაუყოვებლივ უნდა დატოვოს.

კომენტარები

ბოლო ამბები