Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა
  • ეროვნული გუნდი ანდორასთან და ყაზახეთთან მატჩებისთვის მზადებას იწყებს
  • სიაში არ არიან ანანიძე, ოქრიაშვილი, მჭედლიძე და პაპუნაშვილი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 15 ნოემბერს, სტუმრად, ანდორას დაუპირისპირდება, 19 ნოემბერს კი თბილისში, “დინამო არენაზე”, დასკვნით მატჩში ყაზახეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა D1 ჯგუფში ოთხივე თამაში მოიგო და პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდა, დარჩენილ ორ შეხვედრას მაინც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან თუ ვაისის გუნდი მთლიანად D ლიგაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს, ტრადიციული შესარჩევი ციკლის წილისყრისთვის, მე-4 კალათში მოხვდება.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილი და C ლიგაში დაწინაურება განაღდებული აქვს

საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს ანდორაში შეიკრიბება - ვაისმა უახლოესი ორი მატჩისთის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. სიაში აღარ არის ჯანო ანანიძე, რომელმაც ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა. სამაგიეროდ, ვაისმა უნგრული პუშკაშ-აკადემიას ფორვარდი ბაჩანა არაბული გამოიძახა. ტრავმების გამო ეროვნულ ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე და გიორგი პაპუნაშვილი ვერ ეხმარებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია),  გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ),  ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)

 

კომენტარები

ბოლო ამბები