Thumbnail
  • ⚽ ინტერი V ბარსელონა 📅 6 ნოემბერი ⌚ 23:59 📺 SILK HD 3
  • ლიონელ მესი მილანშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე წრე იმ წყვილების თამაშებით იწყება, რომელთაც პირველი წრის ბოლო ტურში ითამაშეს. ასე რომ მილანის ინტერს "ჯუზეპე მეაცაზე" შურისძიების შანსი მიეცემა, კატალონიაში 0:2 მარცხისთვის.

ბარსელონას შეუძლია პლეი ოფის საგზური გაინაღდოს, თუკი მილანში გაიმარჯვებს. ამის შემდეგ ერნესტო ვალვერდეს შეეძლება გაზაფხულამდე ჩემპიონთა ლიგაზე აღარ იფიქროს და მთლიანად ლა ლიგაზე გადაერთოს, რადგან მოგებით ბარსელონა არა მარტო მერვედფინალის საგზურს, არამედ, B ჯგუფში პირველ ადგილსაც გაინაღდეს.

ლეო მილანის აეროპორტში

პლეი ოფის საგზურის მოპოვება შეუძლია ინტერსაც. ოღონდ, ამისთვის მილანური კლუბისთვის მხოლოდ გამარჯვება საკმარისი არ იქნება. ჯგუფის პარალელურ მატჩში, ტოტენჰემსა პსვ-ს შორის ფრე უნდა დაფიქსირდეს. 

კატალონიელთა ბანაკში მთავარი სიახლე ის არის, რომ ლიონელ მესი იტალიაშია და გუნდთან ერთადაც ემზადება. რა თქმა უნდა, მისი თამაში ინტერის წინააღმდეგ მაინც ეჭქვეშაა. 

შეგახსენებთ, რომ წესით, მესი ატლეტიკოსთან მატჩამდე არსად არ უნდა გამოჩენილიყო, ეს შეხვედრა კი ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგაა. მესიმ ხელის ტრავმა სევილიასთან მატჩში მიიღო. მან ინტერთან პირველი დაპირისპირება გამოტოვა. ამ შეხვედრაში ბარსამ 2:0 იმარჯვა და უპირობოდ აჯობა მეტოქეს. ანგარიში 32-ე წუთზე რაფაელ ალკანტარამ გახსნა, ხოლო 83-ე წუთზე თავი მცველმა ჟორდი ალბამ გამოიჩინა. 

ლეო თანაგუნდელებთან ერთად ჯუზეპე მეაცაზე

ინტერი მამაცი გუნდია

ერნესტო ვალვერდე

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონას მწვრთნელი): "მეტოქეს ჩვენი თამაში უნდა მოვახვიოთ თავს. რა თქმა უნდა, უდიდესი ყურადღება უნდა მივაქციოთ მაურო იკარდისა და რაჯა ნაინგოლანს. მე მომწონს ინტერი, რადგან ის მამაცი ფეხბურთელების გუნდია. ინტერს თავისი სათამაშო გეგმა აქვს, რომელსაც ყოველთვის მიყვება. მეტოქეს ხშირად უყვარს რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება.

ინტერი ბევრს იბრძოლებს, ჩვენი მიზანი კი გამარჯვების მოპოვებაა. მხოლოდ თამაშზე ვიფიქრებთ, თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან გავიხარებთ, თუკი პლეი ოფის საგზურს მოვიპოვებთ. მესის რომ ვუყურებ, მგონი, ყველაფერი რიგზეა, თუმცა ჩვენ მაინც დაველოდებით და დასკვნის გამოტანას არ ვიჩქარებთ. ლეო მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუკი რისკი საერთოდ არ იქნება".

საინტერესო ფაქტები

ინტერის მთავარი იმედი მაურო იკარდი

► ინტერს ესპანურ კლუბებთან მშობლიურ სტადიონზე კარგი სტატისტიკა აქვს - 18 დაპირისპირებიდან მხოლოდ 1 წააგო - (9 მოგება, 8 ფრე). 

► ბოლოს სამი დაპირისპირებაა ინტერი შინ ბარსელონასთან არ აგებს - 1 მოგება, 2 ფრე. 

► ბოლო 11 სეზონია, რაც ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს იგებს.

► ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 10 საგარეო მატჩიდან 4 წააგო (3 მოგება, 3 ფრე).

►ბარსელონას იტალიურ გუნდებთან სტუმრად უჭირს 23 მატჩიდან მხოლოდ 6 მოიგო. 

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - ვრსალკო, შკრინიარი, დე ვრეი, ასამოა - ბროზოვიჩი, ვესინო - პოლიტანო, ნაინგოლანი, პერიშიჩი - იკარდი 

ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - ვიდალი, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - მესი (კოუტინიო), ლ. სუარესი

კომენტარები

ბოლო ამბები