Thumbnail

მილანი გატუზოს ემშვიდობება? - როსონერი ვენგერის ვარიანტს განიხილავს

  • სავარაუდოდ, ჯენარო გატუზო მილანის მწვრთნელის პოსტს დატოვებს
  • გატუზოს წასვლის შემთხვევაში არსენ ვენგერი შეცვლის

შესაძლოა, მილანს ახალი მწვრთნელი დაუნიშნონ. France Football-ის ინფორმაციით, 'როსონერის' არსენ ვენგერი გაწვრთნის, რომელიც ლონდონის არსენალში 22 წელი მუშაობდა.

როგორც ჩანს, კლუბის სპორტულ დირექტორს ბრაზილიელ ლეონარდოს ჯენარო გატუზოს მუშაობა არ მოსწონს და მისი გათავისუფლება სურს. არადა, მილანმა გენუურ კლუბებთან, სამპდორიასთან და ჯენოასთან, 6  ქულის აღება მოახერხა და ლიგის ზონაშიც შევიდა, თუმცა ხელმძღვანელობას თამაშის ხარისხს იწუნებს.

ვენგერის ვარიანტს მადრიდის რეალი და პარი სენ ჟერმენიც განიხილავდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, დანიშნავენ თუ არა ვენგერს მილანში მთავარ მწვრთნელად. უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპისლიგაზე ბეტისთან მარცხის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელებმა გატუზოს ჩემპიონატში ორივე თამაში მოგება დაავალეს - რინომ სიტყვა შეასრულა, მაგრამ ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, იტალიელს სამსახურის დაკარგვა მაინც ემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები