Thumbnail

თითქმის ორმაგი დუბლი - სანდრო მამუკელაშვილმა სეზონი ბოსტონის დამარცხებით დაიწყო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბოსტონ კოლეჯი 62:76 სეტონ ჰოლი
  • მოხსნებით სანდრო მამუკელაშვილი ორივე გუნდში საუკეთესო იყო

NCAA-ს ერთ-ერთ მოწინავე კლუბ სეტონ ჰოლში მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილისთვის სეზონი წარმატებულად დაიწყო. კოლეჯთა ლიგამდე სეტონ ჰოლმა საგამოფენო მატჩი გამართა ბოსტონ კოლეჯთან და სტუმრად 76:62 დაამარცხა. 

მამუკელაშვილი სეტონ ჰოლის სასტარტო ხუთეულში იყო და მან 33 წუთი ითამაშა. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 8 ქულა, 13 მოხსნა და 2 პასია. სანდრომ თამაშიდან 8-დან 3 ჩააგდო (ორჯერ ააცილა სამქულიანი), საჯარიმოს ხაზიდან კი 3-დან 2 ტყორცნა ზუსტად შეასრულა. 13 მოხსნიდან, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგია, 5 მან მეტოქის ფარზე შეასრულა (ესეც საუკეთესო შედეგია), მასზე მეტოქეები სამჯერ დაჯარიმდნენ. მამუკელაშვილის პასივშია 3 პერსონალური ფოლი და 2 დაკარგვა. 

6 ნოემბერს სეტონ ჰოლი ვაგნერს მასპინძლობს. ეს უკვე რეგულარული სეზონის პირველი მატჩია. 
შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი მეორე სეზონს ატარებს სეტონ ჰოლის "მეკობრეების" რიგებში. პირველ სეზონში ის მოედანზე საშუალოდ მხოლოდ 9.6 წუთს ატარებდა - 2.6 ქულა და 1.9 მოხსნა, თუმცა ახალი სეზონიდან ქართველი კალათბურთელი ძირითადი ხუთეულის წევრად მოიაზრება.

სეტონ ჰოლი. 2018/19 წლების სეზონი

კომენტარები

ბოლო ამბები