Thumbnail

სალაჰის სტატუამ ინტერნეტი შოკში ჩააგდო - უარესია, ვიდრე რონალდოსი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპულის ეგვიპტელ ფეხბურთელს სამშობლოში სასაცილო სკულპტურა დაუმზადეს
  • მოჰამედ სალაჰის სტატუა სოციალურ ქსელებში კრიტიკისა და დაცინვის ობიექტი გახდა 

ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხში გამართულ ახალგაზრდული კულტურული ფორუმის ფარგლებში, ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრებისა და ლივერპულის ფეხბურთელის მოჰამედ სალაჰის სტატუა წარმოადგინეს. 

26 წლის ფეხბურთელის სკულპტურა ვინმე მაი აბდელ ალაჰმა შექმნა, როგორც მიზანსწრაფულობისა და თავდადების სიმბოლო, თუმცა ხელოვნების ნიმუში სოციალურ ქსელებში კრიტიკისა და დაცინვის ობიექტი გახდა. 

ის უმალ ტურნირის იუვენტუსის თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს ყბადაღებულ სკულპტურასაც შეადარეს, რომელიც მადეირას აეროპორტში დადგეს და მოგვიანებით შეცვალეს. 

ზოგიერთებმა კი სალაჰის სკულპტურაში მძარცველი მარვი ამოიცნო ფილმიდან "მარტო სახლში".

სხვებმა კი ის ამერიკელ მომღერალსა და მსახიობ არტ გარფანკელს მიამსგავსეს.

მოჰამედ სალაჰი ლივერპულის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მის აქტივში ყველა ტურნირის 15 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე პასია. ეგვიპტის ნაკრების მაისურით სალაჰს 61 მატჩში 38 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები