Thumbnail

მეივეზერი რინგზე ბრუნდება! 41 წლის ფლოიდი 20 წლის იაპონელთან იჩხუბებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფლოიდ მეივეზერი კიდევ ერთხელ გამოვა რინგზე
  • კრივის ლეგენდა ახალგაზრდა იაპონელ კიკბოქსიორს შეხვდება

კრივის სუპერვარსკვლავი ფლოიდ მეივეზერი რინგზე ბრუნდება. 41 წლის ლეგენდარული ამერიკელი 31 დეკემბერს, ტოკიოში იაპონელ კიკბოქსიორ ტენშინ ნასუკავასთან იჩხუბებს.

როგორც იცით, დაუმარცხებელმა მეივეზერმა ბოლოს 2017 წლის აგვისტოში იჩხუბა და რინგზე, კრივის წესებით, UFC-ს ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი დაამარცხა. მას მერე, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი მეივეზერის ბრძოლების ბალანსი ახლა 50:0 გახლავთ.

ფლოიდ მეივეზერი დაუმარცხებელია

“მინდა, რომ ხალხს მივცე ის, რაც სურს - სისხლი, ოფლი და ცრემლები,” - განაცხადა მეივეზერმა ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი მომავალი მეტოქე ნასუკავა მხოლოდ და მხოლოდ 20 წლისაა და კრივის წესებით არასდროს უჩხუბია...

View this post on Instagram

December 31st 2018 #Tokyo

A post shared by Floyd Mayweather (@floydmayweather) on

კომენტარები

ბოლო ამბები