Thumbnail
  • იტალიური პრესა იტალიისა და საქართველოს მატჩს გამოეხმაურა
  • აძურას მიზანი საქართველოს გაჩუმებაა

'ბორჯღალოსნები' ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩს რამდენიმე დღეში გამართავენ. მათი მეტოქე იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იქნება, რომელმაც ნოემბრის ტესტების პირველი შეხვედრა ირლანდიის წინააღმდეგ გამართა და 54:7 დათმო.

იტალიურმა ვებ-გვერდმა corriere.it-მა იტალიელების ირლანდიასთან მატჩი შეაჯამა და სამომავლო შეხვედრებზე გაამახვილა ყურადღება.

Corriere: 'ჩიკაგოში ირლანდიასთან გამართული მატჩი მხოლოდ დასაწყისი იყო. იტალიის ნაკრები კიდევ სამი მატჩს გამართავს. 10 ნოემბერს საქართველოსთან 'არტემიო ფრანკიზე', 17 ნოემბერს პადოვაში ავსტრალიასთან, 24 ნოემბერს ახალ ზელანდიასთან რომში. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი საქართველოსთან გველის. მათ დიდი ამბიცია აქვთ და წუწუნებენ, რომ ექვს ერში მოხვედრა უნდათ (იტალიის ხარჯზე). ნაკრების მთავარი მიზანი საქართველოსთან მოგება და მათი 5-6 წლით დადუმება იქნება. ამის შემდეგ კი ორ მონსტრს, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას შევხვდებით.

კომენტარები

ბოლო ამბები